ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა თურქეთიდან
ტრანსლაივი გთავაზობთ ტვირთების სახმელეთო გადაზიდვას თურქეთიდან და თურქეთის მიმართულებით. იგი როგორც ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გამართული ლოგისტიკური ჯაჭვის არსებობა. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველო-თურქეთის და თურქეთი-საქართველოს მიმართულებაზე ტვირთების გადაზიდვის უმრავლესობა ხორციელდება სახმელეთო მარშრუტით.
როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა თურქეთში?
ტრანსლაივთან ერთად თურქეთიდან სახმელეთო ტვირთების გადაზიდვა მარტივი და კომფორტული პროცესია. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი მოთხოვნილება არსებობს ამ მიმართულებაზე, გვყავს ასამდე ქართული და თურქული პარტნიორი კომპანია, რომლებიც სისტემატურად მუშაობენ თურქეთი-საქართველოს მარშრუტზე და ამ დროისთვის ერთობლივი ძალისხმევით უკვე გვაქვს განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. Translive-ის პლატფორმა მოგცემთ საშუალებას მიიღოთ გამართული ლოგისტიკური სერვისი, ოპტიმალური პირობები, სასურველი სატრანსპორტო საშუალების ტიპი, კონკურენტუნარიანი ტარიფები და მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლოთ სასურველი ტვირთის ტრანსპორტირება. გადაზიდვის პროცესი არის გამჭვირვალე და ტვირთის მფლობელს სისტემატურად მიეწოდება განახლებული სტატუსების სახით ინფორმაცია ტრანსპორტის ადგილმდებარეობის შესახებ. ბუნებრივია, პროცესი მოიცავს ყველა აუცილებელი დოკუმენტის ელექტრონულად წარმოებას.
ტრანსლაივის უპირატესობები
ტრანსლაივი ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავლებს.
მოქნილობა
მარტივია ტვირთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში.
კონკურენტული ფასები
პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას სწრაფად მოხდეს კომუნიკაცია გადამზიდავებთან, შესაბამისად ჩვენ გაწვდით კონკურენტუნარიან და ოპტიმალურ პირობებს თქვენთვის სასურველ გადაზიდვაზე.
სისწრაფე
პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციის მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება.
დაცულობა
ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.
ხშირად დასმული კითხვები
რა დრო სჭირდება თურქეთში ტვირთების გადაზიდვას?
თურქეთში სახმელეთო ტვირთების გადაზიდვის პერიოდი ინდივიდუალურია მარშრუტიდან და ტრანსპორტირებისთვის საჭირო სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითად შემთხვევაში თურქეთიდან ტვირთის ჩამოტანა საქართველოში (ან პირიქით) ხორციელდება რამდენიმე დღის განმავლობაში, არაუმეტეს ერთი კვირისა. რა თქმა უნდა, ეს ხდება სტანდარტულ შემთხვევაში, რომელიც არ მოიცავს ფორსმაჟორს.
რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი თურქეთის მიმართულებით?
ძირითად შემთხვევაში მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების გადაზიდვა ხდება შეუფერხებლად, ეს ეხება როგორც საკვებ პროდუქტებს, ასევე ალკოჰოლურ სასმელებს, სამშენებლო მასალებს და ა.შ. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში არის გარკვეული შეზღუდვები კონკრეტულ ტვირთთან დაკავშირებით და ეს შეიძლება იყოს გამოწვეული რამდენიმე მიზეზით. მაგალითად თურქეთის ტერიტორიაზე გადაზიდვისას (ტრანზიტისას) ერთ-ერთ ასეთ პროდუქტს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელები.
რა ღირს ტვირთების გადაზიდვა თურქეთში?
თურქეთში ტვირთის გადაზიდვის ტარიფის დასადგენად აუცილებელია ვიცოდეთ:
- საიდან სად მოდის ტვირთი
- ტრანსპორტის სახეობა
- ტვირთის მახასიათებლები და საჭიროებები
- დატვირთვის თარიღი
- ტრანსპორტირების ტიპი
შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ფასთა გამოკითხვა და შესაბამისი კონკურენტული ტარიფის შეთავაზება ტვირთის მფლობელებისთვის.
მარტივი და კომფორტული სერვისი საქართველოდან თურქეთში და პირიქით.
ტრანსლაივი არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია გადაჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს „სტანდარტულ ლოგისტიკაში“. პლატფორმა არის ავტომატიზებული სისტემა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური ფაქტორით დაშვებული შეცდომების ალბათობა. კომუნიკაციის ფორმა გამარტივებულია და კომფორტულია როგორც დამკვეთისთვის, ისე გადამზიდისთვის. ელექტრონულად ხდება დოკუმენტების გენერაცია და მომენტალური გაფორმება. მომხმარებლისთვის განკუთვნილი პირადი კაბინეტი იძლევა შესაძლებლობას ერთი ფანჯრის პრინციპით აკონტროლოთ როგორც თქვენი მიმდინარე გადაზიდვები, ასევე უკვე დასრულებულის სტატისტიკა და ფინანსები. პროცესი გამჭვირვალე და გამარტივებულია, როგორც ადგილობრივი კომპანიებისთვის ისე უცხოური პარტნიორებისთვის. ამიტომ თურქეთში ტვირთების გადაზიდვა მაქსიმალურად მარტივად და კომფორტულად შეგიძლიათ ტრანსლაივთან ერთად.
ჩვენი გამოცდილება
რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.
2013
წლიდან ბარზარზე
40 000 +
შესრულებული გადაზიდვა
2 500
კორპორატიული კლიენტი
5 000 +