რუსეთი
ტრანსლაივის გუნდის დახმარებით სახმელეთო ტვირთების გადაზიდვა რუსეთიდან არის სწრაფი და კომფორტული სერვისი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენი გუნდი გთავაზობთ სახემელეთო გადაზიდვებს რუსეთიდან ინოვაციური პლატფორმის გამოყეყენებით, რომლის საშუალებით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ტვირთის ადგილმდებარეობას. ტრანსლაივი არის ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთიდან საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივებას და კომპანიებს სთავაზობს ინოვაციურ სერვისს. ჩვენს გუნდს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია და, შესაბამისად, ძალიან კარგად გვესმის თითოეული ჩვენი პარტნიორის საჭიროებების შესახებ.
რუსეთიდან სახმელეთო ტვირთების გადაზიდვის სწრაფი და უსაფრთხო გზა
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია გადაჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს „სტანდარტულ ლოგისტიკაში“. პლატფორმა არის ავტომატიზებული სისტემა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური ფაქტორით დაშვებული შეცდომების ალბათობა. კომუნიკაციის ფორმა გამარტივებულია და კომფორტულია როგორც დამკვეთისთვის, ისე გადამზიდისთვის. ელექტრონულად ხდება დოკუმენტების გენერაცია და მომენტალური გაფორმება. მომხმარებლისთვის განკუთვნილი პირადი კაბინეტი იძლევა შესაძლებლობას ერთი ფანჯრის პრინციპით აკონტროლოთ როგორც თქვენი მიმდინარე გადაზიდვები რუსეთიდან, ისევე უკვე დასრულებულის სტატისტიკა და ფინანსები.
ტრანსლაივის უპირატესობები
ტრანსლაივი ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავლებს.
მოქნილობა
მარტივია ტვირთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში. მარტივია ტვირთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში.
კონკურენტული ფასები
იძლევა შესაძლებლობას აირჩიოთ პირობები და შესაბამისი ფასები, რომელსაც მიიღებთ პლატფორმაზე დარეგისტრირებული ასობით გადამზიდავისგან.
სისწრაფე
პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციების მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება.
დაცულობა
ჩვენი ყველა ტვირთი რუსეთიდან (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა რუსეთში/რუსეთიდან?
გამომდინარე აქედან, რომ რუსეთი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოა და აქტიურად ჩართულია ჩვენთან საერთაშორისო ვაჭრობაში, საკმაოდ დიდი მოთხოვნილება არსებობს ამ მიმართულებით სახმელეთო ტვირთების გადაზიდვაზე. ჩვენ გთავაზობთ გამართულ ლოგისტიკურ სერვისს, რომ მიიღოთ ოპტიმალური პირობები, კონკურენტუნარიანი ტარიფები და მოკლე დროში შესაძ გახადოთ გადაზიდვის განხორციელება თქვენთვის სასურველ მიმართულებაზე. საქართველოდან ტვირთების გადაზდივა რუსეთში (და პირიქით) გადაზიდვის განხორციელება ხდება სახმელეთო მარშრუტის მეშვეობით, სადაც ტვირთის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ როგორც რეფ ტრაილერით, ასევე ტენტ ტრაილერით გადაზიდვა. ურთიერთშეთანხმებიდან უმოკლეს ვადებში ხდება ტვირთის აღება და ადგილზე ჩატანა. ბუნებრივია პროცესი მოიცავს ყველა აუცილებელი დოკუმენტის ელექტრონულად წარმოებას გადაზიდვის დასრულებამდე. ტრანსპორტირების პროცესი არ ის გამჭვირვალე და ტვირთის მფლობელს პერიოდულად მიეწოდება განახლებული სტატუსები, ინფორმაცია ტრანსპორტის ადგილმდებარეობის შესახებ.
რა დრო სჭირდება სახმელეთო ტვირთების გადაზიდვას რუსეთში?
რუსეთში ტვირთის გადაზიდვა დაკავშირებულია მთელს რიგ დამაბრკოლებელ ფაქტორებთან, რომელიც პერიოდულად სეზონურად აფერხებს სატვირთო ავტომობილების გადაადგილების პროცესს. ძირითადად ეს ხდება ზამთრის პერიოდში, როდესაც დიდთოვლობის გამო იხერგება გზები და ჩვენ გვიწევს ალტერნატიული გამოსავლის მოძიება, რაც რა თქმა უნდა, დაკავშირებულია დამატებითი რესურსების და დროის ფაქტორთან. სტანდარტულ პირობებში რუსეთის მიმართულებაზე შეგვიძლია ვივარაუდოთ 3-6 დღემდე, ეს პერიოდიც დამოკიდებულია დანიშნულების ადგილის მდებარეობაზე და მანძილზე.
რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი რუსეთის მიმართულებით?
ისევე როგორც ყველგან მსოფლიოს მასშტაბით, საერთაშორისო გადაზიდვისას არის დასაშვები თითქმის ყველა სახის ტვირთის გადაზიდვა - რუსეთიც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. ტვირთების სახეობა მრავალგვარი შეიძლება იყოს: საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, მედიკამენტები, სპეციალური დანიშნულების ტვირთები, არაგაბარიტული, სახიფათო კატეგორიის ტვირთები და ა.შ.
რა ღირს ტვირთების გადაზიდვა რუსეთში?
ტვირთის გადაზიდვის ტარიფის დასადგენად აუცილებელია ვიცოდეთ: 1. საიდან სად მოდის 2. რა არის ტვირთი 3. ტვირთის მახასიათებლები და საჭიროებები 4. დატვირთვის თარიღი 5. ტრანსპორტირების ტიპი 6. ტრანსპორტის სახეობა შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ფასთა გამოკითხვა და შესაბამისი კონკურენტული ტარიფის შეთავაზება ტვირთის მფლობელებისთვის
ჩვენი გამოცდილება
რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.
2013
წლიდან ბარზარზე
40 000 +
შესრულებული გადაზიდვა
2 500
კორპორატიული კლიენტი
5 000 +