სახმელეთო გადაზიდვები შვედეთში
საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Translive უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის შვედეთის მიმართულებით. გადაზიდვები ხორციელდება ძირითადად სახმელეთო მეთოდით, ვინაიდან საავტომობილო მარშრუტი ოპტიმალურია და უალტერნატივო ყველა დანარჩენ მეთოდთან შედარებით, რადგან უფრო მოქნილია და უფრო სწრაფიც.
ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღება როგორც ტვირთის მფლობელის მხარეს, ისე გადამზიდებისთვის.
როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა შვედეთში ?
საერთაშორისო ციფრული ლოგისტიკური კომპანია Translive ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას შვედეთის მიმართულებით როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემთხვევაში.
ტრანსლაივის უპირატესობები
ტრანსლაივი ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავლებს.
მოქნილობა
მარტივია ტვირთის/შეკვეთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში.
კონკურენტული ფასები
პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას სწრაფად მიიღოთ ოპტიმალური შეთავაზება პლატფორმაზე დარეგისტრირებული ასობით გადამზიდავისგან.
სისწრაფე
პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციის მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება.
დაცულობა
ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.
ხშირად დასმული კითხვები
რა დრო სჭირდება შვედეთში ტვირთების გადაზიდვას?
სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი დამაბრკოლებელი გარემოებები და შეფერხების გარეშე ხდება გადაადგილება, ტრანსპორტირების დრო შვედეთის მიმართულებაზე სახმელეთო მარშრუტით შეადგენს 14-16 დღეს. შვედეთიდან, ან პირიქით, ტვირთის გადაზიდვისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
- ლოკაცია - სატრანზიტო დროზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მანძილი და გეოგრაფიული თავისებურებები, რომლებიც გზად იწვევს არაერთგვაროვან დაბრკოლებებს სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
- ტვირთის ტიპი - ყველა ტვირთი მოითხოვს, როგორც შესაბამის სატრანსპორტო საშუალების შერჩევას, ასევე საჭიროებს სპეციფიურ პროცედურებს და საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. ხშირად ეს აისახება დოკუმენტაციის გაფორმება/მომზადებაზე და ტვირთის შემოწმების პროცესზე.
- სატრანსპორტო საშუალების ტიპი - ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად მოქმედებს გადაზიდის პერიოდზე, ვინაიდან სხვადასხვა სატრანზიტო პერიოდი გააჩნია საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, თუ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს.
- აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შვედეთიდან უმეტესად გამოიყენება ბორანით ტრანსპორტირება.
რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი შვედეთის მიმართულებით?
- სტანდარტული - ტვირთები, რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნებიან სახიფათო ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
- ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ
- არაგაბარიტული - ტვირთები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და სჭირდებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშტუტები და გადაზიდვა ხდება სპეციალური წინასწარ გაწერილი პროტოკოლით.
- ADR - ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება ტრანსპორტირებას კონკრეტული წესების დაცვით. ამისთვის აუცილებელია დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.
- ასევე ევროპიდან ხშირია კონსოლიდირებული ტვირთები - ანუ ტვირთები რომლებითაც ვერ ივსება ერთი მანქანა სრულად, ან ერთი კონტეინერი სრულად და საჭიროებს სხვა ტვირთის მფლობელებთან ერთად გაერთიანებას და ერთად ტრანსპორტირებას. ასეთ შემთხვევაში ტვირთის მფლობელებს ეძლევათ საშუალება, ევროპიდან 14-16 დღის განმავლობაში ადგილზე მიიღონ სასურველი პროდუქცია.
როგორ ითვლება გადაზიდვის ღირებულება შვედეთის მიმართულებაზე?
ტვირთის გადაზიდვის ტარიფის დასადგენად აუცილებელია ვიცოდეთ:
- ზუსტი მისამართები (დატვირთვის და დაცლის ადგილების);
- ექსპორტის დოკუმენტების გამზადების ადგილი;
- განბაჟების ადგილი;
- ტრანსპორტირების ტიპი;
- ტვირთის მახასიათებლები (ზომა, წონა) და საჭიროებები, კერძოდ (ტემპერატურული უზრუნველყოფა, დატვირთვის ტიპი: გვერდითა, ზედა და უკანა კარიდან) ;
- დატვირთვის თარიღი ;
- ყველა დამატებითი მოთხოვნა, დამკვეთის მხრიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მარტივი და კომფორტული სერვისი საქართველოდან შვედეთის მიმართულებით და პირიქით.
ჩვენ ვაერთიანებთ შვედეთის მიმართულებაზე მომუშავე გადამზიდავებს Translive-ს ციფრულ სივრცეში, რომლებთანაც უკვე მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენთვის არ წარმოადგენს სირთულეს ამ მიმართულებაზე ნებისმიერი სპეციფიკის ტვირთისთვის გამართული ლოგისტიკური სერვისის დაგეგმარება და განხორციელება. Translive არის თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ისე გადამზიდავებისთვის და აგებულია იმ იდეით, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში და ყველაზე ეფექტურად შევძლოთ ლოგისტიკური პროცესების გამართვა.
ჩვენი გამოცდილება
რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.
2013
წლიდან ბარზარზე
40 000 +
შესრულებული გადაზიდვა
2 500
კორპორატიული კლიენტი
5 000 +