ტვირთების ტრანზიტული გადაზიდვა - Translive ციფრული ფორვარდერი

ტრანზიტული გადაზიდვები საქართველოს ტერიტორიაზე

თითოეულ ჩვენგანს სმენია საქართველოს გეოგრაფიული და სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ მსოფლიოს ეკონომიკურ-კულტურულ პროცესებში. ჩვენი ქვეყანა დგას ევრ-აზიის გასაყარზე და აკავშირებს ორ კონტინენტს ერთმანეთთან როგორც სავაჭრო, ისე კულტურული მიმართულებით. საერთაშორისო ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს გამართული ინფრასტრუქტურა და ეფექტური კომუნიკაციის საშუალებები, გარდა ამისა ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღების შესაძლებლობა, აქედან გამომდინარე, საერთაშორისო გადაზიდვებისთვის სწორედ რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი, როგორც ყველაზე ოპტიმალური სატრანზიტო ქვეყნის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვის ოთხივე მეთოდისთვის ეფექტური გზაა საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოიყენება, ვინაიდან არის საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვების დაგეგმარების შესაძლებლობა.
Translive-ის პლატფორმა მოგცემთ საშუალებას იპოვოთ ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური გზები თქვენი ტრანზიტული, თუ არატრანზიტული ტვირტების გადასაზიდად. საერთაშორისო ტრანზიტული გადაზიდვები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცესია. უპირატესობები, რომლის გამოც პრიორიტეტულია გადაზიდვისას სახმელეთო ტრანზიტებს ენიჭება არის რამდენიმე:

  1. სისწრაფე და ოპერატიულობა - დროის მოკლე მონაკვეთში იძლევა შესაძლებლობას მოხდეს ტვირთის ჩამოტანა დანიშნულების ადგილზე.
  2. ხელმისაწვდომობა და მოქნილობა - საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვისას A პუნქტიდან B პუნქტამდე სრულად ჩართულია ერთი სატრანსპორტო საშუალება (ტრაილერი).
  3. ოპტიმალური და მისაღები ტარიფი - მართალია საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვასთან შედარებით სახმელეთო გადაზიდვა უფრო ძვირადღირებულია, თუმცა ბევრად უფრო სწრაფია და მოსახერხებელი.
  4. უსაფრთხება და დაზღვევა - Translive-ში თითოეული სახმელეთო გადაზიდვა დაზღვეულია ტვირთის საინვოისო ღირებულებით (100%-ით).
ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ საუკეთესო პირობები, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, საჰაერო, თუ სარკინიგზო სატრანზიტო გადაზიდვების შემთხვევაში.

banner

როგორ განვახორციელოთ საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვა?

იმისთვის, რომ ტვირთის მფლობელმა შეძლოს საქართველოში ტრანზიტული ტვირთის გადაზიდვა Translive-ს ციფრული პლატფორმის მეშვეობით, საჭიროა გაიროთ რეგისტრაციის პროცესი ერთჯერადად, რის შედეგადაც ავტომატურად დაგენერირდება თქვენი პირადი კაბინეტი, სადაც შეძლებთ განათავსოთ სასურველი გადაზიდვისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს ციფრულად. ამისთვის საჭიროა იცოდეს ტვირთის და გადაზიდვის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები: მიმართულება (დატვირთვა-დაცლის მისამართები), ტვირთის დასახელება/აღწერილობა, ტვირთის ღირებულება, დატვირთვის თარიღი და ა.შ. შეგიძლიათ ასევე მიუთითოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დეტალები დამატებითი კომენტარის ველში. მას შემდეგ რაც Translive-ზე განთავსდება თქვენი შეკვეთა ავტომატურად ხელმისაწვდომი ხდება ყველა გადამზიდისთვის, რომლებიც პლატფორმაზე არიან დარეგისტრირებულნი და შესაბამისად მათ ეძლევათ შესაძლებლობა ლაივ რეჟიმში მოგვაწოდონ კონკურენტუნარიანი პირობები. პროცესი მიმდინარეობს პროფესიონალი ლოგისტების მეთვალყურეობით და პარალელურად ზუსტდება გადამზიდის მხარეს ყველა დეტადი. შედეგად ტვირთის მფლობელი ციფრული პლატფორმის მეშვეობით დროის მოკლე მონაკვეთში იღებს ყველაზე ოპტიმალურ ტარიფებს სასურველ საერთაშორისო მიმართულებაზე. მისაღები პირობების შემთხვევაში დამკვეთი ადასტურებს Translive-ს შეთავაზებულ ტარიფს და ყველა საჭირო დოკუმენტი ავტომატურად გენერირდება პირად კაბინეტში. დოკუმენტების გაფორმების შემდეგ გადამზიდის მიერ ტვირთის აღება მოხდება შეთანხმებულ თარიღში.

ტვირთების გადაზიდვა ევროპიდან

ტრანსლაივის უპირატესობები:

innovation

მოქნილობა

მარტივია ტვირთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში.

innovation

კონკურენტული ფასები

პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას სწრაფად მოხდეს კომუნიკაცია გადამზიდავებთან, შესაბამისად ჩვენ გაწვდით

innovation

სისწრაფე

პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციის მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება.

innovation

დაცულობა

ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.

ხშირად დასმული კითხვები

რა დრო სჭირდება ტვირთების საერთაშორისო ტრანზიტულ გდაზიდვისას?

select

ნებისმიერი საერთაშორისო გადაზიდვისთვის მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების პერიოდი. დრო, რომელიც ჭირდება A პუნქტიდან B პუნქტამდე ტვირთის გადატანას განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. უპირველეს ყოვლისა ასეთი განმსაზღვრელს წარმოადგენს მანძილი (დისტანცია) დატვირთვის ადგილიდან დაცლის ადგილამდე. ასევე ტრანზიტულ ქვეყნებს და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ პროცედურებს. მეორე ფაქტორი, რომელი ასევე აისახება დროზე ეს არის საბაჟო, თუ ტვირთთან დაკავშირებული პროცედურები, რომელიც შესაძლოა იყოს ინდივიდუალური და მოითხოვდეს გარკვეულ დამატებით დროს. ასევე, შესაძლებელია გადაზიდვის პროცესში მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომელიც ფორსმაჟორულ პროცესს მოიცავს. სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი დამაბრკოლებელი გარემოებები და შეფერხების გარეშე ხდება გადაადგილება ტრანსპორტირების დრო საერთაშორისო ტრანზიტული გადაზიდვისას, სახმელეთო გადაზიდვის საშუალო პერიოდი 7-14 დღეს შეადგენს (ბუნებრივია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დრო დიდწილად დამოკიდებულია დისტანციაზე).

რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი ტრანზიტისას?

select

საერთაშორისო ტრანსზიტული გადაზიდვისას საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების თითქმის ყველა ტიპის გადაზიდვა არის შესაძლებელი. ამ მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი კატეგორიები:

  1. სტანდარტული - ტვირთები, რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნება სახიფათო, ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
  2. ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე ტვირთები - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ
  3. არაგაბარიტული - ტვირთები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და ესაჭიროებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშტუტები და გადაზიდვა ხდება სპეციალური წინასწარ გაწერილი პროტოკოლით.
  4. ADR - ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება გარკვეული წესების დაცვით ტრანსპორტირებას. ამისათვის აუცილებელია დაცული იყოს უვნებლობის ნორმები და შედგენილი იყოს შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.
  5. ასევე ხშირია კონსოლიდრებული ტვირთები - აქ იგულისხმება ე.წ. ნაკრები ტვირთები, ანუ ისეთი ტვირთები რომლებიც არ საჭიროებენ ერთ სრულ მანქანას ან ერთ სრულ კონტეინერს. ტვირთის მფლობელებს ეძლევათ საშუალება, ევროპიდან 16 – 18 დღის განმავლობაში ადგილზე მიიღონ სასურველი პროდუქცია.

როგორ ითვლება გადაზიდვის ღირებულება საერთაშორისო ტრანზიტის შემთხვევაში?

select

თუ თქვენ ხართ ტვირთის მფლობელი და გსურთ საერთაშორისო ტრანზიტული გადაზიდვა საქართველოს გავლით მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ გადაზიდვისთვის აუცილებელი დეტალები, რომელიც უნდა მიაწოდოთ Translive-ს გუნდს რომ მიიღოთ მაქსიმალურად ოპტიმალური, თქვენზე მორგებული პირობები:

  1. მნიშვნელოვანია იცოდეთ დატვირთვის და დაცლის ზუსტი მისამართები, რათა პროფესიონალური სიზუსტით მოხდეს გადაზიდვის მარშრუტის დაგეგმარება.
  2. უნდა მოგვაწოდოთ ტვირთის დასახელება და მონაცემები (ზომები, წონა, ტრანსპორტირებისას ტემპერატურული რეჟიმი, დამატებითი დოკუმენტები და ა.შ აქ უნდა გავითვალისწინოთ ტვირთის უნვნებლად გადაზიდვისთვის საჭირო ყველა მონაცემი)
  3. რა ტიპის ტრანპორტით გსურთ გადაზიდვა - სახმელეთო ტრანსპორტის სახეობები სხვადასხვაგვარი შეძლება იყოს: 1. სტანდაარტული ტრაილერი (95 კბმ), 2. მეგა ტრაილერი (96-105 კბმ), 3. მისაბმელიანი (120 კბმ-მდე), 4. ტენტი, 6. რეფი, თუ 7. კონტეინერმზიდი შიდა გადაზიდვებისთვის.
  4. იმისთვის, რომ თქვენი შეკვეთა ინდივიდუალურად დამუშავდეს და ბაზარზე არსებული რესურსიდან მოგაწოდოთ საუკეთესო ფასი აუცილებელია ვიცოდეთ დატვირთვის ზუსტი თარიღი.
  5. გადაზიდვის ღირებულების განსაზღვრისას მნიშვნელობა აქვს სად ხდება ტვირთის დეკლარირება (ექსპორტის დეკლარაცია).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში Translive-ის გუნდი გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.
dots

მარტივი და კომფორტული სერვისი ტვირთის საერთაშორისო ტარნზიტის განხორციელებისას

ლოგიგსტიკა კომპლექსური და მრავალდარგობრივი სფეროა, რომელიც მოიცავს მრავალ ასპექტს. საერთაშორისო გადაზიდვები ლოგისტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და შესაბამისად დაკავშირებულია უამრავ სირთულესთან, თუ დაბრკოლებასთან. Translive არის თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ისე გადამზიდავებისთვის. ციფრული ლოგისტიკა აგებულია იმ პრინციპზე, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში და ყველაზე ეფექტური პირობებით შევძლოთ ლოგისტიკური პროცესების მართვა, შევარჩიოთ მარტივი გზები და ტრანზიტული მარშრუტები ყველა პირობის შესასრულებლად, ჩვენ ვაერთიანებთ ასეულობით საერთაშორისო გადამზიდავს Translive-ს ციფრულ სივრცეში, რომლებთანაც უკვე მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება დაგვიგროვდა. შესაბამისად, ჩვენთვის არ წარმოადგენს სირთულეს ნებისმიერი სპეციფიკის ტვირთის ტრანსპორტირება. Translive საერთაშორისო გადაზიდვებზე მარშრუტებზე მუშაობს წრიული დატვირთვის პრინციპით, რაც გულისხმობს სისტემატიური გადაზიდვების გამართულ ციკლს. ჩვენი გუნდი მუდმივად მზად არის გამოწვევებისთვის, რათა გამართულ იქნას სრული ლოგისტიკური ჯაჭვი ტვირთის აღებიდან დაცლის ადგილამდე. პროცესი გამჭირვალეა და მაქსიმალურად გამარტივებული ჩვენი პარტნიორებისთვის.

app

ჩვენი გამოცდილება

რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.

2013

წლიდან ბარზარზე

40 000 +

შესრულებული გადაზიდვა

2 500

კორპორატიული კლიენტი

5 000 +

პარტნიორი გადამზიდავი