საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები
საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვა არა მხოლოდ Translive-ში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტრანსპორტირების მეთოდია. უპირატესობები, რომლის გამოც პრიორიტეტულია გადაზიდვის სახმელეთო მეთოდი არის რამდენიმე:
- სისწრაფე და ოპერატიულობა - დროის მოკლე მონაკვეთში იძლევა შესაძლებლობას მოხდეს ტვირთის ჩამოტანა დანიშნულების ადგილზე.
- ოპტიმალური და მისაღები ტარიფი - მართალია საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვასთან შედარებით სახმელეთო გადაზიდვა უფრო ძვირადღირებულია, თუმცა ბევრად უფრო სწრაფია და მოსახერხებელი. შესაბამისად ტარიფი სატრანზიტო დროის და მოქნილობის გათვალისწინებით ოპტიმალურია.
- უსაფრთხება და დაზღვევა - Translive-ში თითოეული სახმელეთო გადაზიდვა დაზღვეულია ტვირთის საინვოისო ღირებულებით (100%-ით).
- ტევადობა - ტრაილერის მისაბმელი უფრო ტევადია (33 ევრო პალეტი, მაგრამ 21-25 ტონამდე), ანუ უფრო მეტი მოცულობის ტვირთს იტევს ვიდრე კონტეინერი (24 ევრო პალეტი, მაგრამ 28 ტონამდე). შესაბამისად რიგ შემთხვევებში, როდესაც მოცულობა, და არა უბრალოდ წონა, მნიშვნელოვანია ტრაილერის გამოყენება უფრო გამართლებულია.
როგორ განვახორციელოთ საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვა?
იმისთვის, რომ ტვირთის მფლობელმა შეძლოს გადაზიდვის განხორციელება Translive-ს ციფრული პლატფორმის მეშვეობით, საჭიროა გაიროთ რეგისტრაციის პროცესი ერთჯერადად, რის შედეგადაც ავტომატურად შეიქმნება თქვენი პირადი კაბინეტი, სადაც შეძლებთ განათავსოთ სასურველი გადაზიდვისთვის აუცილებელი ყველა მონაცემი ციფრულად.
მას შემდეგ რაც Translive-ზე განთავსდება თქვენი შეკვეთა ავტომატურად ხელმისაწვდომი ხდება ყველა გადამზიდისთვის, რომლებიც პლატფორმაზე არიან დარეგისტრირებულნი და შესაბამისად მათ ეძლევათ შესაძლებლობა ლაივ რეჟიმში მოგვაწოდონ კონკურენტუნარიანი პირობები. პროცესი მიმდინარეობს პროფესიონალი ლოგისტების მეთვალყურეობის ქვეშ და პარალელურად ზუსტდება გამადამზიდის მხარეს ყველა დეტალი. შედეგად ტვირთის მფლობელი ციფრული პლატფორმის მეშვეობით დროის მოკლე მონაკვეთში იღებს ყველაზე ოპტიმალურ ტარიფებს სასურველ საერთაშორისო მიმართულებაზე.
ტრანსლაივის უპირატესობები:
მოქნილობა
მარტივია ტვირთის/შეკვეთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში ხდება.
კონკურენტული ფასები
იძლევა შესაძლებლობას აირჩიოთ პირობები და შესაბამისი ფასები, რომელსაც მიიღებთ პლატფორმაზე დარეგისტრირებული ასობით გადამზიდავისგან.
სისწრაფე
პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციების მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება.
დაცულობა
ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.
ხშირად დასმული კითხვები
რა დრო სჭირდება ტვირთების საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვას?
ნებისმიერი საერთაშორისო გადაზიდვისთვის მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების პერიოდი. დრო, რომელიც ჭირდება A პუნქტიდან B პუნქტამდე ტვირთის გადატანას განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. უპირველეს ყოვლისა ასეთი განმსაზღვრელს წარმოადგენს მანძილი (დისტანცია) დატვირთვის ადგილიდან დაცლის ადგილამდე. მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე აისახება დროზე ეს არის საბაჟო, რადგან ტვირთთან დაკავშირებული პროცედურები შესაძლოა იყოს ინდივიდუალური, განსხვავებული და მოითხოვდეს გარკვეულ დამატებით დროს.
რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი სახმელეთო ტრანსპორტით?
საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვისას ტვირთების თითქმის ყველა ტიპის გადაზიდვა არის შესაძლებელი. ამ მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი კატეგორიები:
- სტანდარტული ტვირთები - რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნება სახიფათო, ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
- ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე ტვირთები - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ
- არაგაბარიტული ტვირთები - რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და ესაჭიროებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშტუტები და გადაზიდვა ხდება სპეციალური წინასწარ გაწერილი პროტოკოლით.
- ADR - ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება გარკვეული წესების დაცვით ტრანსპორტირებას. ამისათვის აუცილებელია დაცული იყოს უვნებლობის ნორმები და შედგენილი იყოს შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.
- კონსოლიდრებული ტვირთები - აქ იგულისხმება ე.წ. ნაკრები ტვირთები, ანუ ისეთი ტვირთები რომლებიც არ საჭიროებენ ერთ სრულ მანქანას ან ერთ სრულ კონტეინერს. ასეთ დროს ხდება სხვადასხვა დამკვეთისგან ტვირთების შეკრება და ერთიანად ტრანსპორტირება.
ჩვენი გამოცდილება
რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.
2013
წლიდან ბარზარზე
40 000 +
შესრულებული გადაზიდვა
2 500
კორპორატიული კლიენტი
5 000 +