ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა ესპანეთის მიმართულებით - Translive ციფრული ფორვარდერი

სახმელეთო გადაზიდვები ესპანეთში

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Translive უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ესპანეთის მიმართულებით, გადაზიდვები ხორციელდება ძირითადად სახმელეთო მეთოდით, ვინაიდან საავტომობილო მარშრუტი ოპტიმალურია და უალტერნატივო ყველა დანარჩენ მეთოდთან შედარებით, რადგან უფრო მოქნილია და უფრო სწრაფიც.
ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღება როგორც ტვირთის მფლობელის მხარეს, ისე გადამზიდებისთვის.

banner

როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა ესპანეთში ?

საერთაშორისო ციფრული ლოგისტიკური კომპანია Translive ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას ესპანეთის მიმართულებით როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემთხვევაში.

ტვირთების გადაზიდვა ესპანეთში

ტრანსლაივის უპირატესობები

innovation

მოქნილობა

მარტივია ტვირთის/შეკვეთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში ხდება.

innovation

კონკურენტული ფასები

იძლევა შესაძლებლობას აირჩიოთ პირობები და შესაბამისი ფასები, რომელსაც მიიღებთ პლატფორმაზე დარეგისტრირებული ასობით გადამზიდავისგან.

innovation

სისწრაფე

პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციის მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება.

innovation

დაცულობა

ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.

ხშირად დასმული კითხვები

რა დრო სჭირდება ესპანეთიდან ტვირთების გადაზიდვას?

select

სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი დამაბრკოლებელი გარემოებები და შეფერხების გარეშე ხდება გადაადგილება, ტრანსპორტირების დრო ესპანეთის მიმართულებაზე სახმელეთო მარშრუტით შეადგენს 14-16 დღეს. კონსოლიდირებული (გრუპაჟი) ტვირთის შემთხვევაში დაახლოვებით 21 დღე არის საჭირო. თუმცა კონსოლიდირებული ტვირთების შემთხვევაში ვადის კონტროლი საკმაოდ რთულია, რადგან დამოკიდებულები ვართ სხვა ტვირთებზე და დამატებით ფაქტორებზე. ზუსტად ამიტომ არის სრული მანქანით ტრანსპორტირება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.
ესპანეთიდან ან პირიქით ტვირთის გადაზიდვისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, რაც რეალურად ყველა ქვეყნის შემთხვევაში ერთი და იგივეა, ეს არის:

  1. ლოკაცია - სატრანზიტო დროზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მანძილი და გეოგრაფიული თავისებურებები, რომლებიც გზად იწვევს არაერთგვაროვან დაბრკოლებებს სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
  2. ტვირთის ტიპი - ყველა ტვირთი მოითხოვს, როგორც შესაბამის სატრანსპორტო საშუალების შერჩევას, ასევე საჭიროებს სპეციფიურ პროცედურებს და საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. ხშირად ეს აისახება დოკუმენტაციის გაფორმება/მომზადებაზე და ტვირთის შემოწმების პროცესზე.
  3. სატრანსპორტო საშუალების ტიპი - ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად მოქმედებს გადაზიდის პერიოდზე, ვინაიდან სხვადასხვა სატრანზიტო პერიოდი გააჩნია საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, თუ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს.
  4. და ბოლოს, რიგები საზღვრებზე - რაც, რა თქმა უნდა გადამზიდავის კონტროლს მიღმაა და ძალიან ართულებს გადაზიდვის ზუსტი ვადების დაფიქსირებას წინასწარ. ზოგადად, როგორც წესი, ჩვენ ვიცით ხოლმე რა ეტაპზე, რა სიდიდის რიგებია საზღვრებზე და ჩვენს მომხმარებლებს წინასწარ ვაწვდით ინფორმაციას. თუმცა რასაკვირველია ეს რიგები მუდმივად ცვალებადია.

რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი ესპანეთის მიმართულებით?

select

საერთაშორისო მასშტაბით გადაზიდვისას გამოიყოფა ტვირთების შემდეგი კატეგორიები:

  1. სტანდარტული ტვირთები, რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნება სახიფათო, ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
  2. ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ ტემპერატურული კონტროლი შესაბამისი აპარატურით ხდება, რაც დამონტაჟებულია ავტომანქანის მისაბმელში. ეს ხელსაწყოები განსხვავებულია. ზოგი მათგანი საშუალებას იძლევა, რომ Live რეჟიმში უყუროთ ტემპერატურის ცვალებადობას მისაბმელში, თუმცა მანქანების უმეტესობა იყენებს ტემპერატურის კონტროლის ისეთ ხელსაწყოს რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში იძლევა რეპორტს, სადაც ჩანს მითითებულ პერიოდში მისაბმელში ტემპერატურის ცვალებადობა. როგორც წესი ასეთ რეპორტებს ტვირთის მფლობელი კომპანიები ტვირთის მიღების მომენტში ითხოვენ ხოლმე, გადამოწმების მიზნით.
  3. არაგაბარიტული - ტვირთები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და ესაჭიროებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშტუტები და გადაზიდვა ხორციელდება სპეციალური, წინასწარ გაწერილი, პროტოკოლით. ასეთ ტვირთს სჭირდება „გაცილება“ უსაფრთხოების მიზნით, რაც ასევე წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს.
  4. ADR - ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება ტრანსპორტირებას. ამისათვის აუცილებელია დაცული იყოს უვნებლობის და უსაფრთხოების ნორმები და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.

როგორ ითვლება გადაზიდვის ღირებულება ესპანეთის მიმართულებაზე?

select

ტვირთის გადაზიდვის ტარიფის დასადგენად აუცილებელია ვიცოდეთ:

  1. ზუსტი მისამართები (დატვირთვის და დაცლის ადგილების);
  2. ექსპორტის დოკუმენტების გამზადების ადგილი;
  3. განბაჟების ადგილი;
  4. ტრანსპორტირების ტიპი;
  5. ტვირთის მახასიათებლები (ზომა, წონა) და საჭიროებები, კერძოდ (ტემპერატურული უზრუნველყოფა, დატვირთვის ტიპი: გვერდითა, ზედა და უკანა კარიდან) ;
  6. დატვირთვის თარიღი ;
  7. ყველა დამატებითი მოთხოვნა, დამკვეთის მხრიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში.
შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ფასთა გამოკითხვა და შესაბამისი კონკურენტული ტარიფის შეთავაზება ტვირთის მფლობელებისთვის.

dots

მარტივი და კომფორტული სერვისი საქართველოდან ესპანეთის მიმართულებით და პირიქით.

ჩვენ ვაერთიანებთ ესპანეთის მიმართულებაზე მომუშავე გადამზიდავებს Translive-ს ციფრულ სივრცეში, რომლებთანაც უკვე მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენთვის არ წარმოადგენს სირთულეს ამ მიმართულებაზე ნებისმიერი სირთულისა, თუ სპეციფიკის ტვირთისთვის გამართული ლოგისტიკური სერვისის დაგეგმარება და განხორციელება. <br/> Translive არის თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ისე გადამზიდავებისთვის. ციფრული ლოგისტიკა აგებულია იმ პრინციპით, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში და ყველაზე ეფექტური პირობებით შევძლოთ ლოგისტიკური პროცესების გამართვა.

app

ჩვენი გამოცდილება

რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.

2013

წლიდან ბარზარზე

40 000 +

შესრულებული გადაზიდვა

2 500

კორპორატიული კლიენტი

5 000 +

პარტნიორი გადამზიდავი