ციფრული ფორვარდერი

ტრანსლაივი მაღალტექნოლოგიური პლატფორმა

დღეს წარმოუდგენელია წარმატებული ბიზნეს გადაწყვეტილებები ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ხელსაწყოების გარეშე. დღეს ისე, როგორც არასდროს, უპირატესობა ენიჭება სიმარტივეს, სისწრაფეს, ეფექტურობას და გამართულ ლოგისტიკურ ჯაჭვს.

სწორედ ამიტომ შევქმენით Translive, ციფრული სივრცე რომლის მიზანია საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივება და ეფექტიანობის გაზრდა.

ჩვენს ჯგუფს საერთაშორისო ლოგისტიკაში მუშაობის და ციფრული პროდუქტების შექმნაში 10 წლიანი გამოცდილება აქვს და სწორედ ეს ფაქტი გვაძლევს იმის იმედს, რომ ლოგისტიკის განვითარებისთვის საუკეთესო პროდუქტი შევქმენით, რომელსაც მუდმივად დავხვეწავთ.

ჩვენი საბოლოო მიზანია ერთის მხრივ უფრო მარტივი გავხადოთ გადაზიდვის პროცესი და მეორეს მხრივ ჩვენს პარტნიორებს (ტვირთის მესაკუთრეებს და გადამზიდავებს) მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შევთავაზოთ - ანაზღაურებაზე, დაზღვევაზე, საწვავზე, ავტომობილის სერვისებზე და ა.შ.

info