სახმელეთო გადაზიდვები სომხეთში
საქართველოს და სომხეთ, გარდა საერთო საზღვრისა, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ. სახმელეთო გადაზიდვები სომხეთში აქტიურად მიმდინარეობს. საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Translive უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვები ხორციელდება ძირითადად სახმელეთო მეთოდით, ვინაიდან საავტომობილო მარშრუტი ოპტიმალურია და უალტერნატივო ყველა დანარჩენ მეთოდთან შედარებით. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღება როგორც ტვირთის მფლობელის მხარეს, ისე გადამზიდებისთვის. აქედან გამომდინარე ინდივიდუალურად ვგეგმავთ და ვამუშავებთ ყველა შეკვეთას.
როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა სომხეთში ?
საერთაშორისო ციფრული ლოგისტიკური კომპანია Translive ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას სომხეთის მიმართულებით როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემთხვევაში. როგორც ავღნიშნეთ, გადაზიდვა ძირითადად ხორციელდება სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებით. სატვირთო ავტომობილების (ტრაილერების) შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ როგორც ტენტს, ასევე რეფ (მაცივარ) მანქანებს.
ტრანსლაივის უპირატესობები
ტრანსლაივი ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავლებს.
მოქნილობა
მარტივია ტვირთის/შეკვეთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში.
კონკურენტული ფასები
პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას სწრაფად მიიღოთ ოპტიმალური შეთავაზება პლატფორმაზე დარეგისტრირებული ასობით გადამზიდავისგან.
სისწრაფე
პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციის მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება.
დაცულობა
ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.
ხშირად დასმული კითხვები
რა დრო სჭირდება სომხეთში ტვირთების გადაზიდვას?
სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი დამაბრკოლებელი გარემოებები და შეფერხების გარეშე ხდება გადაადგილება, ტრანსპორტირების დრო სომხეთის მიმართულებაზე სახმელეთო მარშრუტით შეადგენს მაქსიმუმ 24 საათს. სომხეთში გადაზიდვისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, რაც პირდაპირ აისახება ტრანსპორტირების დროზე:
- ლოკაცია - სატრანზიტო დროზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მანძილი და გეოგრაფიული თავისებურებები, რომლებიც გზად იწვევს არაერთგვაროვან დაბრკოლებებს სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
- ტვირთის ტიპი - ყველა ტვირთი მოითხოვს, როგორც შესაბამის სატრანსპორტო საშუალების შერჩევას, ასევე საჭიროებს სპეციფიურ პროცედურებს და საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. ხშირად ეს აისახება დოკუმენტაციების გაფორმება/მომზადებაზე და ტვირთის შემოწმების პროცესზე.
- სატრანსპორტო საშუალების ტიპი - ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად მოქმედებს გადაზიდის პერიოდზე, ვინაიდან სხვადასხვა სატრანზიტო პერიოდი გააჩნია საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, თუ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს.
- და ბოლოს, რიგები საზღვრებზე - რაც, რა თქმა უნდა გადამზიდავის კონტროლს მიღმაა და ძალიან ართულებს გადაზიდვის ზუსტი ვადების დაფიქსირებას წინასწარ. ზოგადად, როგორც წესი, ჩვენ ვიცით ხოლმე რა ეტაპზე, რა სიდიდის რიგებია საზღვრებზე და ჩვენს მომხმარებლებს წინასწარ ვაწვდით ინფორმაციას. თუმცა რასაკვირველია ეს რიგები მუდმივად ცვალებადია.
What types of cargo can be transported to Armenia?
საერთაშორისო მასშტაბით გადაზიდვისას გამოიყოფა ტვირთების შემდეგი კატეგორიები:
- სტანდარტული ტვირთები, რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნებიან სახიფათო, ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
- ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ ტემპერატურული კონტროლი შესაბამისი აპარატურით ხდება, რაც დამონტაჟებულია ავტომანქანის მისაბმელში. ეს ხელსაწყოები განსხვავებულია. ზოგი მათგანი საშუალებას იძლევა, რომ Live რეჟიმში უყუროთ ტემპერატურის ცვალებადობას მისაბმელში, თუმცა მანქანების უმეტესობა იყენებს ტემპერატურის კონტროლის ისეთ ხელსაწყოს რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში იძლევა რეპორტს, სადაც ჩანს მითითებულ პერიოდში მისაბმელში ტემპერატურის ცვალებადობა. როგორც წესი ასეთ რეპორტებს ტვირთის მფლობელი კომპანიები ტვირთის მიღების მომენტში ითხოვენ ხოლმე, გადამოწმების მიზნით.
- არაგაბარიტული - ტვირთები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და ესაჭიროებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშტუტები და გადაზიდვა ხორციელდება სპეციალური, წინასწარ გაწერილი, პროტოკოლით, ასეთ ტვირთს სჭირდება „გაცილება“ უსაფრთხოების მიზნით, რაც ასევე წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს.
- ADR - ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება ტრანსპორტირებას. ამისათვის აუცილებელია დაცული იყოს უვნებლობის ნორმები და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.
როგორ ითვლება გადაზიდვის ღირებულება სომხეთის მიმართულებაზე?
ტვირთის გადაზიდვის ტარიფის დასადგენად აუცილებელია ვიცოდეთ:
- ზუსტი მისამართები (დატვირთვის და დაცლის ადგილების);
- ტრანსპორტირების ტიპი;
- ტვირთის მახასიათებლები (ზომა, წონა) და საჭიროებები, კერძოდ (ტემპერატურული უზრუნველყოფა, დატვირთვის ტიპი: გვერდითა, ზედა და უკანა კარიდან) ;
- დატვირთვის თარიღი ;
- ყველა დამატებითი მოთხოვნა, დამკვეთის მხრიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მარტივი და კომფორტული სერვისი საქართველოდან სომხეთის მიმართულებით და პირიქით.
ჩვენ ვაერთიანებთ სომხეთის მიმართულებაზე მომუშავე გადამზიდავებს Translive-ს ციფრულ სივრცეში, რომლებთანაც უკვე მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენთვის არ წარმოადგენს სირთულეს ამ მიმართულებაზე ნებისმიერი სირთულისა, თუ სპეციფიკის ტვირთისთვის გამართული ლოგისტიკური სერვისის დაგეგმარება და განხორციელება. Translive არის თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ისე გადამზიდავებისთვის. ციფრული ლოგისტიკა აგებულია იმ პრინციპით, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში და ყველაზე ეფექტური პირობებით შევძლოთ ლოგისტიკური პროცესების გამართვა.
ჩვენი გამოცდილება
რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.
2013
წლიდან ბარზარზე
40 000 +
შესრულებული გადაზიდვა
2 500
კორპორატიული კლიენტი
5 000 +