ევროპა
ტრანსლაივის პლატფორმის მეშვეობით, ტვირთების გადაზიდვა ევროპიდან მარტივი და სწრაფი პროცესია. ჩვენ გთავაზობთ როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს ევროპიდან. ტრანსლაივი არის ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპიდან საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივება და კომპანიებისთვის ეფექტიანობის გაზრდა. ჩვენს გუნდს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია და, შესაბამისად, ძალიან კარგად გვესმის თითოეული ჩვენი პარტნიორის საჭიროებების შესახებ.
ევროპიდან ტვირთების გადაზიდვის სწრაფი და უსაფრთხო გზა
საერთაშორისო ლოგისტიკაში ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანა და ოპტიმალური პირობების შერჩევა ნებისმიერ გადაზიდვაზე. ჩვენი გუნდი ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ გადაზიდვას ევროპიდან და ითვალისწინებს ყველა დეტალს რაც მოქმედებს კონკრეტულ გადაზიდვაზე, როგორიც არის ტვირთის კატეგორია, მარშრუტი, სატრანზიტო დრო და ა.შ. იმისთვის, რომ ევროპის მიმართულებიდან განხორციელდეს ტვირთების იმპორტი, ან ექსპორტი, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას ძირითადი კრიტერიუმები და რეკომენდაციები. აქ იგულისხმება ტვირთის უსაფრთხოება, დაზღვევა, სატრანსპორტო კომპანიების კომპეტენციები, მათი სანდოობა, ფასის ოპტიმალურობა (იაფი არ ნიშნავს საუკეთესოს), სტანდარტით გათვალისწინებული სხვადასხვა ნორმები და კიდევ მრავალი დეტალი.
ტრანსლაივის უპირატესობები
ტრანსლაივი ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავლებს.
მოქნილობა
პლატფორმას გააჩნია როგორც ვებ ვერსია, ასევე გადამზიდავებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაცია, რომელიც ზრდის გადამზიდავებთან ხელმისაწვდომობას ევროპის ნებისმიერი წერტილიდან სასურველი გადაზიდვების განსახორცილებლად.
სისწრაფე
Translive აჩქარებს საერთაშორისო ლოგისტიკურ პროცესებს. სოფტის მეშვეობით ბევრად უფრო მოკლე დროშია შესაძლებელი გადაზიდვების დამუშავება, გაფორმება, განხორციელბა, დასრულება და ამ პროცესის სრული კონტროლი.
მეტი კონტროლი
პლატფორმაზე დარეგისტრირებული დამკვეთებისთვის და გადამზიდავებისთვის ლაივ რეჟიმში ხდება ინფორმაციის მუდმივი განახლება და გამჭირვალეა გადაზიდვის სრული პროცესი.
დაცულობა
ჩვენს ჯგუფს 10 წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში, ყველა ჩვენი გადამზიდავი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და ყველა გადის ვერიფიკაციას იმისათვის, რომ გახდეს Translive-ის პარტნიორი გადამზიდავი.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა ევროპაში?
Translive-ი გთავაზობთ ევროპაში ტვირთების გადაზიდვის სრულ სერვისს. ევროპიდან ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო თუ ე.წ. ნაკრები ტვირთების გადაზიდვების მეშვეობით. ევროპის ბაზარი ყოველთვის, ისევე როგორც დღეს, საინტერესო და პერსპექტიული იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ასევე აქტიურად ვლინდება საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ტვირთების ტრანსპორტირების პროცესის გამარტივებას, დაჩქარებას და ოპტიმიზირებას. Translive-ის გუნდს მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს დასავლეთ ევროპის წამყვან ლოგისტიკურ კომპანიებთან და მათთან პარტნიორობა უკვე მრავალწლიან ისტორიას მოიცავს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ლოგისტიკური სერვისი ყველაზე განვითარებული და დახვეწილია დასავლეთის ქვეყნებში, რაც დიდწილად განაპირობებს ევროპული სახელმწიფოების კეთილდღეობას, ეკონომიკურ ზრდასა და ბიზნეს ურთიერთობების ფართო შესაძლებლობებს. ტენდენცია გვიჩვენებს, რომ იზრდება არა მხოლოდ ევროპიდან იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა, არამედ ექსპორტიც იგივე ტენდენციით მიდის და ეს წლიდან-წლამდე პროგრესულად მზარდი სტატისტიკაა. შესაბამისად, ევროპიდან ტვირთების გადაზიდვა უფრო მოთხოვნადი ხდება.
რა დრო სჭირდება ევროპაში ტვირთების გადაზიდვას?
ევროპაში ტვირთების გადაზიდვა დაკავშირებულია არაერთ გამოწვევასთან, რომლის მიხედვითაც ჩვენ განვსაზღვრავთ სატრანზიტო დროს. პირველ რიგში დროის მონაკვეთი არის ინდივიდუალური და მოიცავს ბევრ ფაქტორს:
- 1. გეოგრაფიული მდებარეობა - მოგეხსენებათ ევროპა მოიცავს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას შესაბამისად ისევე როგორც ფასზე, სატრანზიტო დროზეც ანალოგიურად მოქმედებს მანძილი და გეოგრაფიული თავისებურებები, რომლებიც გზად იწვევს არაერთგვაროვან დაბრკოლებებს სატრანსპორტო საშუალებებისთვის
- 2. ევროპული ქვეყნების სპეციფიკა და დამატებითი საჭიროებები (მათ შორის დოკუმენტაციები) ასევე მნიშვნელოვნად აისახება დროზე.
- 3. ტვირთის ტიპი - ყველა ტვირთი მოითხოვს, როგორც შესაბამის სატრანსპორტო საშუალების შერჩევას, ასევე საჭიროებს სპეციფიურ პროცედურებს და საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაცვას. ხშირად ეს აისახება დოკუმენტაციების გაფორმება/მომზადებაში და ტვირთის შემოწმების პროცესში.
- 4. სატრანსპორტო საშუალების ტიპი - ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად მოქმედებს გადაზიდის პერიოდზე, ვინაიდან სხვადასხვა სატრანზიტო პერიოდი გააჩნია საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებს.
სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი დამაბრკოლებელი გარემოებები და შეფერხების გარეშე ხდება გადაადგილება ტრანსპორტირების დრო ევროპის მასშტაბით სახმელეთო გადაზიდვისას შეადგენ 5-10 დღეს.
რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი ევროპის მიმართულებით?
ევროკავშირის ქვეყნებში დიდი ყურადღება ეთმობა საერთაშორისი ლოგისტიკურ პროცესებს, ტვირთის უვნებლობას და უსაფრთხო გადაზიდვის პროცესს.
ტირთების სახეობები ჯგუფდება შემდეგი პრინციპით:
- 1. სტანდარტული - ანუ ტვირთები, რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნებიან სახიფათო ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
- 2. ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ
- 3. არაგაბარიტული - ტვირთები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და სჭირდებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშტუტები და გადაზიდვა ხდება სპეციალური წინასწარ გაწერილი პროტოკოლით.
- 4. ADR - ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება ტრანსპორტირებას კონკრეტული წესების დაცვით. ამისთვის აუცილებელია დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.
- 5. ასევე ევროპიდან ხშირია კონსოლიდირებული ტვირთები - ანუ ტვირთები რომლებითაც ვერ ივსება ერთი მანქანა სრულად, ან ერთი კონტეინერი სრულად და საჭიროებს სხვა ტვირთის მფლობელებთან ერთად გაერთიანებას და ერთად ტრანსპორტირებას. ასეთ შემთხვევაში ტვირთის მფლობელებს ეძლევათ საშუალება, ევროპიდან 14-16 დღის განმავლობაში ადგილზე მიიღონ სასურველი პროდუქცია.
როგორ ითვლება გადაზიდვის ღირებულება ევროპაში?
ევროპაში ტვირთის გადაზიდვის ტარიფის დასადგენად აუცილებელია ვიცოდეთ:
- 1. ზუსტი მისამართები (A პუქდიდან B პუნქტამდე)
- 2. ტვირთის დასახელება
- 3. ტვირთის მახასიათებლები (ზომა, წონა) და საჭიროებები (ტემპერატურული უზრუნველყოფა)
- 4. დატვირთს თარიღი
- 5. ტრანსპორტირების ტიპი (გაბარიტული, არაგაბარიტული, ADR)
- 6. ტრანსპორტის სახეობა (ტენტი, ე.წ. რეფი, ზედა დატვირთვა, უკანა დატვირთვა და ა.შ.)
შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ფასთა გამოკითხვა და შესაბამისი კონკურენტული ტარიფის შეთავაზება ტვირთის მფლობელებისთვის.
ჩვენი გამოცდილება
რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.
2013
წლიდან ბარზარზე
40 000 +
შესრულებული გადაზიდვა
2 500
კორპორატიული კლიენტი
5 000 +