სახმელეთო გადაზიდვები ყაზახეთში
ყაზახეთი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსთვის. სახმელეთო გადაზიდვები ყაზახეთში აქტიურად მიმდინარეობს და პოზიტიური ეკონომიკური ურთიერთობები ამ მიმართულებით ყოველწლიურად ვითარდება. საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Translive უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვას მთელი მსოფლისო მასშტაბით, მათ შორის ყაზახეთის მიმართულებით, სადაც წარმომადგენლობაც გვაქვს გახსნილი. გადაზიდვები ხორციელდება ძირითადად სახმელეთო მეთოდით, ვინაიდან საავტომობილო მარშრუტი ოპტიმალურია და უალტერნატივო ყველა დანარჩენ მეთოდთან შედარებით. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღება როგორც ტვირთის მფლობელის მხარეს, ისე გადამზიდებისთვის, აქედან გამომდინარე ინდივიდუალურად ვგეგმავთ და ვამუშავებთ ყველა შეკვეთას.
როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა ყაზახეთში?
საერთაშორისო ციფრული ლოგისტიკური კომპანია Translive ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას ყაზახეთის მიმართულებით როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემთხვევაში. ჩვენ გთავაზობთ კარიდან კარამდე მიწოდების სრულ სერვისს!
როგორც აღვნიშნეთ, გადაზიდვა ძირითადად ხორციელდება სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებები. სატვირთო ავტომობილების (ტრაილერების) შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ როგორც ტენტს, ასევე რეფ (მაცივარ) მანქანებს. ტენტის შემთხვევაში უნდა გავარჩიოთ რამდენიმე ტიპის ტრანსპორტი: სტანდარტული (95მ3-მდე მოცულობის), ე.წ. მეგა (96მ3-დან 105მ3-მდე) და მისაბმელიანი/ავტომატარებელი (110მ3 და 120მ3);
ტრანსლაივის უპირატესობები
მოქნილობა
მარტივია ტვირთის/შეკვეთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში ხდება.
კონკურენტული ფასები
იძლევა შესაძლებლობას აირჩიოთ პირობები და შესაბამისი ფასები, რომელსაც მიიღებთ პლატფორმაზე დარეგისტრირებული ასობით გადამზიდავისგან.
სისწრაფე
პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციების მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება.
დაცულობა
ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.
ხშირად დასმული კითხვები
რა დრო სჭირდება ყაზახეთში ტვირთების გადაზიდვას?
სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი დამაბრკოლებელი გარემოებები და შეფერხების გარეშე ხდება გადაადგილება, ტრანსპორტირების დრო ყაზახეთის მიმართულებაზე სახმელეთო მარშრუტით შეადგენს 10 დღე.
ყაზახეთში გადაზიდვისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, რაც პირდაპირ აისახება ტრანსპორტირების დროზე:
- ლოკაცია - სატრანზიტო დროზე მნიშვნელოვანწილად მოქმედებს მანძილი და გეოგრაფიული თავისებურებები, რომლებიც გზად იწვევს არაერთგვაროვან დაბრკოლებებს სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
- ტვირთის ტიპი - ყველა ტვირთი მოითხოვს, როგორც შესაბამის სატრანსპორტო საშუალების შერჩევას, ასევე საჭიროებს სპეციფიურ პროცედურებს და საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. ხშირად ეს აისახება
- სატრანსპორტო საშუალების ტიპი - ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად მოქმედებს გადაზიდის პერიოდზე, ვინაიდან სხვადასხვა სატრანზიტო პერიოდი გააჩნია საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, თუ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს.
- და ბოლოს, რიგები საზღვრებზე - რაც რა თქმა უნდა გადამზიდავის კონტროლს მიღმაა და ძალიან ართულებს გადაზიდვის ზუსტი ვადების დაფიქსირებას წინასწარ. ზოგადად, როგორც წესი, ჩვენ ვიცით ხოლმე რა ეტაპზე რა სიდიდის რიგებია საზღვრებზე და ჩვენს მომხმარებლებს გარკვეულ მოლოდინებს წინასწარვე ვუქმნით. თუმცა ეს რიგები მუდმივად ცვალებადია და უნდა გაირკვეს ყოველი კონკრეტული მომენტისათვის.
რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი ყაზახეთის მიმართულებით?
საერთაშორისო მასშტაბით გადაზიდვისას გამოიყოფა ტვირთების შემდეგი კატეგორიები:
- სტანდარტული ტვირთები, რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნებია სახიფათო, ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
- ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ ტემპერატურული კონტროლი შესაბამისი აპარატურით ხდება, რაც დამონტაჟებულია ავტომანქანის მისაბმელში. ეს ხელსაწყოები განსხვავებულია. ზოგი მათგანი საშუალებას იძლევა, რომ Live რეჟიმში უყუროთ ტემპერატურის ცვალებადობას მისაბმელში, თუმცა მანქანების უმეტესობა იყენებს ტემპერატურის კონტროლის ისეთ ხელსაწყოს რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში იძლევა რეპორტს, სადაც ჩანს მითითებულ პერიოდში მისაბმელში ტემპერატურის ცვალებადობა. როგორც წესი ასეთ რეპორტებს ტვირთის მფლობელი კომპანიები ტვირთის მიღების მომენტში ითხოვენ ხოლმე, გადამოწმების მიზნით.
- არაგაბარიტული _ ტვირთები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და ესაჭიროებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშტუტები და გადაზიდვა ხორციელდება სპეციალური, წინასწარ გაწერილი, პროტოკოლით, ასეთ ტვირთს სჭირდება „გაცილება“ უსაფრთხოების მიზნის, რაც ასევე წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს და ა.შ.
- ADR _ ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება ტრანსპორტირებას. ამისთვის აუცილებელია დაცული იყოს უვნებლობის ნორმები და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.
- ასევე შესაძლოა ეს იყოს კონსოლიდირებული გადაზიდვა. აქ იგულისხმება ე.წ. „ნაკრები“ ტვირთები. ამ დროს ტვირთის მფლობელებს ეძლევათ საშუალება გადაზიდონ მცირე ზომის ტვირთები სხვა დამკვეთების ტვირთებთან ერთად, რომლებიც ერთ სატრანსპორტო საშუალებაში კონსოლიდირდება, რაც შესაბამისად ზრდის სატრანზიტო დროს, მაგრამ ამცირებს ხარჯებს. რატომ იზრდება სატრანზიტო დრო? იმიტომ, რომ პირველ ეტაპზე ხდება სხვადასხვა დამკვეთებისგან ტვირთების შეგროვება ერთ საწყობში და ამის შემდეგ ხდება ამ საწყობიდან ერთი სრული მანქანის დატვირთვა და შესაბამის ქვეყანაში ტრანსპორტირება.
როგორ ითვლება გადაზიდვის ღირებულება ყაზახეთის მიმართულებაზე?
ტვირთის გადაზიდვის ტარიფის დასადგენად აუცილებელია ვიცოდეთ:
- ზუსტი მისამართები (დატვირთვის და დაცლის ადგილების)
- ტრანსპორტირების ტიპი
- ტვირთის მახასიათებლები (ზომა, წონა) და საჭიროებები, კერძოდ (ტემპერატურული უზრუნველყოფა, დატვირთვის ტიპი: გვერდითა, ზედა და უკანა კარიდან)
- დატვირთვის თარიღი
- ყველა დამატებითი მოთხოვნა, დამკვეთის მხრიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მარტივი და კომფორტული სერვისი საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით.
ჩვენ ვაერთიანებთ ყაზახეთის მიმართულებაზე მომუშავე გადამზიდავებს Translive-ს ციფრულ სივრცეში, რომლებთანაც უკვე მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენთვის არ წარმოადგენს სირთულეს ამ მიმართულებაზე ნებისმიერი სირთულისა, თუ სპეციფიკის ტვირთისთვის გამართული ლოგისტიკური სერვისის დაგეგმარება და განხორციელება. Translive არის თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ისე გადამზიდავებისთვის. ციფრული ლოგისტიკა აგებულია იმ პრინციპით, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში და ყველაზე ეფექტური პირობებით შევძლოთ ლოგისტიკური პროცესების გამართვა.
ჩვენი გამოცდილება
რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.
2013
წლიდან ბარზარზე
40 000 +
შესრულებული გადაზიდვა
2 500
კორპორატიული კლიენტი
5 000 +