ჩინეთი
ეფექტური საერთაშორისო გადაზიდვისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიულად დაიგეგმოს ლოგისტიკური მარშრუტები და სწორად მოხდეს გადაზიდვის მეთოდის შერჩევა. ჩვენ გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება და დიდი რესურსი გააჩნია ჩინეთის მიმართულებაზე ტვირთების გადასაზიდად.
ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ინდუსტრიული ცენტრია, რომელიც დღემდე მზარდია და თანდათან კიდევ უფრო საინტერესო ხდება ბიზნეს ურთიერთობებისთვის. ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ახალ ფაზაში გადადის. შესაბამისად საკმაოდ დიდი მოთხოვნილება არსებობს ტვირთების გადაზიდვა ჩინეთის მიმართულებით.
როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან
Translive-ის გუნდი შემოგთავაზებთ გამართულ ლოგისტიკურ სერვისს, მიიღებთ კვალიფიციურ რეკომენდაციებს, თქვენზე მორგებულ ოპტიმალურ პირობებს, კონკურენტუნარიან ტარიფებს და თქვენი ნებისმერი გადაზიდვა იქნება დაზღვეული ტვირთის ღირებულების 100%-ით. ჩინეთიდან ან ჩინეთის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვის დროს ხშირად ხდება შეთანხმება Translive-სა და ტვირთის მფლობელს შორის იმაზე, თუ რა პირობით ვერთვებით გადაზიდვებში, მაგალითად incoterms-ის მიხედვით ეს შეიძლება იყოს EXW (EX WORKS), ან FOB ( FREE ON BOARD) პირობა. თუ ტვირთის მფლობელი გვიკვეთავს გადაზიდვას EXW (EX WORKS) პირობით, ამ შემთხვევაში ჩვენზე გადმოდის ვალდებულება გადაზიდვის სრული პროცესის მართვის, ქარხნიდან (ჩინეთში) ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე (მიმღებამდე), ანუ მეტი განმარტებისთვის: ქარხნიდან პორტამდე მიტანა (ჩინეთში შიდა სახმელეთო გადაზიდვა), ჩინეთის პორტიდან საქართველოს პორტამდე ჩამოტანა გემით და საქართველოს პორტიდან მიმღების კარამდე მიწოდება (შიდა სახმელეთო გადაზიდვა საქართველოში). ამ შემთხვევაში ფასში შედის ყველა დამატებითი სარტანსპორტო გადასახადები, მათ შორის სატერმინალო მომსახურების გადასახადი. იმ შემთხვევაში თუ ტვირთის მფლობელი გვიკვეთავს გადაზიდვას FOB (FREE ON BOARD) პირობით, ჩვენს ვალდებულებაში გადმოდის ჩინეთის პორტიდან ტვირთის წამოღება საქართველოს პორტამდე გემით და შემდგომ შიდა სახმელეთო გადაზიდვა საქართველოში კარამდე მიტანის პრინციპით.
Translive ახორციელებს როგორც ექსპორტს, ასევე იმპორტს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით. როგორც მოგეხსენებათ, იმპორტის შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური სატრანსპორტო მეთოდი საზღვაო გადაზიდვაა, გემი იძლევა საშუალებას ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური რაოდენობის ტრანსპორტირება გახდეს შესაძლებელი, თუმცა აქ მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, ასეთი გადაზიდვები ხანგრძლივ დროს მოითხოვს. სტანდარტულად ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვა ტრანსპორტირების პროცესი გრძელდება მინიმუმ 40 დღიდან 60 დღემდე.
Translive-ს უპირატესობები ჩინეთის მიმართულებაზე
ტრანსლაივი ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავლებს.
მოქნილობა
მარტივია ტვირთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში.
კონკურენტული ფასები
იძლევა შესაძლებლობას აირჩიოთ პირობები და შესაბამისი ფასები, რომელსაც მიიღებთ პლატფორმაზე დარეგისტრირებული ასობით გადამზიდავისგან.
სისწრაფე
პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციების მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება. დაცულობა - ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.
დაცულობა
ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.
ხშირად დასმული კითხვები
რა დრო სჭირდება ჩინეთში ტვირთების გადაზიდვას?
ტვირთების ჩამოტანა ჩინეთიდან სპეციფიური პროცესია და ტრანსპორტირების პერიოდი სტანდარტულად დაახლოებით 40 დღიდან 60 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს (შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც) და ეს იმიტომ, რომ დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: საზღვაო ხაზზე, მარშრუტებზე, კლიმატურ სიტუაციაზე, ტრანზიტზე და ა.შ.
რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი ჩინეთის მიმართულებით?
Translive გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ ყველა ტიპის ტვირთის გადაზიდვა ჩინეთიდან, მათ შორის.
- 1. სტანდარტული ტვირთი - ანუ ამ კატეგორიაში ერთიანდება ყველა ის ტვირთი, რომელიც არის სტრანდარტული და არ საჭიროებს დამატებით რესურს, არ არის არაგაბარიტული, არ მოითხოვს ტემპერატურულ რეჟიმს, ან სპეციალურ გარემოს გადასაზიდად და პროცესი მიმდინარეობს სტანდარტული ტრანსპორტით.
- 2. თხევადი / ნაყარი ტვირთი - ეს არის შეუფუთავი და ერთგვაროვანი ტვირთები, რაც ამარტივებს მათ გადაზიდვას. ეს შეიძლება იყოს მშრალი ტვირთი, რომელიც უნდა ინახებოდეს მშრალი წესით, არასწორად შერჩეული ტრანსპორტის შემთხვევაში სინესტემ შეიძლება დააზიანოს მთლიანად. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მრავალი მშრალი ნაყარი ტვირთი კლასიფიცირდება, როგორც „სახიფათო ტვირთი“, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ყურადღებას ჩატვირთვა-ტრანსპორტირება-გადმოტვირთვის დროს.
- 3. არაგაბარიტული ტვირთები - ეს კატეგორია არ განეკუთვნება სტანდარტულ ტვირთებს, მათი გადაზიდვა ხდება სპეციფიურად და არასტანდარტულ პირობებში. რა ტიპისაც არ უნდა იყოს ეს ტვირთი ისინი საჭიროებენ სპეციალურ დაგეგმვას და გადაზიდვის საშუალებებს.
- 4. სახიფათო კატეგორიის ტვირთები (ADR) - ეს არის ტვირთები, რომლებიც მოიცავს 9 სახიფათო კატეგორიის ტიპს, რომელშიც შედის ცეცხლსაშიში, აალებადი, ტოქსიური, ქიმიური, რადიოაქტიური და სხვა სახის სახიფათო ტვირთები. რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიები, შესაბამისი შესაფუთი მასალები და პროდუქციის კომერციალიზაცია იძლევა საშუალებას ასეთი ტვირთები უპრობლემოდ იქნას გადაზიდული საერთაშორისო მასშტაბით. აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია დოკუმენტაციის გამართულობა და სატრანსპორტო კომპანიის წინასწარი ინფორმირება ტვირთის დეტალებთან დაკავშირებით.
რა ღირს ტვირთების გადაზიდვა ჩინეთში?
ჩინეთიდან იმპორტირების, ან პირიქით, ექსპორტირების შემთხვევაში გადაზიდვის ღირებულება ითვლება ინდივიდუალურად, რადგან დამოკიდებულია ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორზე: ტვირთის და ტრანსპორტის ტიპზე, მოცულობაზე, წონაზე, დატვირთვის პერიოდზე და ა.შ. ტრანსპორტის შერჩევისას, ძირითად შემთხვევაში სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება საზღვაო გადაზიდვას, ვინაიდან კონტეინერი არის უნივერსალური საშუალება ნებისმიერი ტვირთის გადასატანად ჩინეთის მიმართულებაზე. ღირებულება საზღვაოს შემთხვევაში არის გაცილებით უფრო ეკონომიური ვიდრე საჰაერო, ან სახმელეთო მეთოდით გადაზიდვისას.
ჩვენი გამოცდილება
რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.
2013
წლიდან ბარზარზე
40 000 +
შესრულებული გადაზიდვა
2 500
კორპორატიული კლიენტი
5 000 +