გერმანია
ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა საქართველო გერმანიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც აკავშირებს საქართველოს დასავლეთთან. გზებისა და მაგისტრალების ქსელის გამოყენებით ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება უზრუნველყოფს დროულ მიწოდებას, ამცირებს ტრანზიტის დროს და აძლიერებს ვაჭრობას ორ ქვეყანას შორის. Translive-ის ერთ-ერთი მთავარ ამოცანა არის ტვირთების გადაზიდვა ნაკლები დანახარჯებით, მაქსიმალურად ეფექტურად, მსოფლიოს მასშტაბით. რა თქმა უნდა გერმანია ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა, საიდანაც საკმაოდ დიდი მოცულობის ტვირთების იმპორტი ხორციელდება. შესაბამისად გერმანიის მიმართულებით და პირიქით, ტვირთების გადაზიდვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე ინდივიდუალურად განვიხილავთ და ვამუშავებთ ყველა შეკვეთას და რა თქმა უნდა, ვიყენებთ ციფრულ ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ გავზარდოთ ეფექტურობა.
როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა გერმანიაში?
გერმანია საქართველოსთვის დასავლეთ ევროპის მასშტაბით განსაკუთრებულ სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, შესაბამისად ჩვენ გვაქვს მჭიდრო ლოგისტიკური ურთიერთობა გერმანელ გადამზიდავებთან, და იმ გადამზიდავ კომპანიებთან ვინც გერმანიის მიმართულებაზე აქტიურად მუშაობს. შედეგად უზრუნველვყოფთ როგორც ექსპორტირების, ისე ტვირთების იმპორტირების პროცესს. ტვირთი საქართველოდან გერმანიაში და პირიქით იგზავნება ძირითადად სახმელეთო გზებით. ასევე გერმანიიდან შესაძლებელია ტვირთების კონსოლიდირება, ანუ ე.წ. LTL (Less than TruckLoad) გადაზიდვა. გერმანიაში სახმელეთო მარშრუტით ტვირთების ტრანსპორტირებისას ჩვენ ვიყენებთ სატვირთო ავტომობილებს (ტრაილერებს), როგორც ტენტს და რეფ (მაცივარ) მანქანებს, ასევე კონტეინერმზიდებს.
ტრანსლაივის უპირატესობები
ტრანსლაივი ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავლებს.
მოქნილობა
მარტივია ტვირთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში.
კონკურენტული ფასები
პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას სწრაფად მოხდეს კომუნიკაცია გადამზიდავებთან, შესაბამისად ჩვენ გაწვდით კონკურენტუნარიან და ოპტიმალურ პირობებს თქვენთვის სასურველ გადაზიდვაზე.
სისწრაფე
პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციის მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება.
დაცულობა
ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.
ხშირად დასმული კითხვები
რა დრო სჭირდება გერმანიაში ტვირთების გადაზიდვას?
გერმანიაში სახმელეთო ტვირთების გადაზიდვის პერიოდი ინდივიდუალურია მარშრუტიდან და ტრანსპორტირებისთვის საჭირო სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითად შემთხვევაში გერმანიიდან ტვირთის ჩამოტანას საქართველოში (ან პირიქით) სჭირდება დაახლოვებით 10-12 დღე. რა თქმა უნდა, ეს ხდება სტანდარტულ შემთხვევაში, რაც არ მოიცავს ფორსმაჟორს.
რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი გერმანიის მიმართულებით?
- სტანდარტული - ტვირთები, რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნებიან სახიფათო ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
- ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ
- არაგაბარიტული - ტვირთები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და სჭირდებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშტუტები და გადაზიდვა ხდება სპეციალური წინასწარ გაწერილი პროტოკოლით.
- ADR - ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება ტრანსპორტირებას კონკრეტული წესების დაცვით. ამისთვის აუცილებელია დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.
- ასევე ევროპიდან ხშირია კონსოლიდირებული ტვირთები - ანუ ტვირთები რომლებითაც ვერ ივსება ერთი მანქანა სრულად, ან ერთი კონტეინერი სრულად და საჭიროებს სხვა ტვირთის მფლობელებთან ერთად გაერთიანებას და ერთად ტრანსპორტირებას. ასეთ შემთხვევაში ტვირთის მფლობელებს ეძლევათ საშუალება, ევროპიდან 14-16 დღის განმავლობაში ადგილზე მიიღონ სასურველი პროდუქცია.
რა ღირს ტვირთების გადაზიდვა გერმანიაში ?
გერმანიაში ტვირთების გადაზიდვის ტარიფის დასადგენად აუცილებელია ვიცოდეთ:
- ზუსტი მისამართები (A პუნქტიდან B პუნქტამდე)
- ტვირთის დასახელება
- ტვირთის მახასიათებლები (ზომა, წონა) და საჭიროებები (ტემპერატურული უზრუნველყოფა)
- დატვირთს თარიღი
- ტრანსპორტირების ტიპი (გაბარიტული, არაგაბარიტული, ADR)
- ტრანსპორტის სახეობა (ტენტი, ე.წ. რეფი, ზედა დატვირთვა, უკანა დატვირთვა და ა.შ.)
მარტივი და კომფორტული სერვისი საქართველოდან გერმანიაში და პირიქით
Translive არის თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ისე გადამზიდავებისთვის. მისი საშუალებით პოლონეთში ტვირთების გადაზიდვა მარტივი პროცესია. ციფრული ლოგისტიკა აგებულია იმ პრინციპზე, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში და ყველაზე ეფექტური პირობებით შევძლოთ ლოგისტიკური პროცესების მართვა.
ჩვენ ვაერთიანებთ ასეულობით პოლონურ და პოლონეთის მიმართულებაზე მომუშავე გადამზიდავს ჩვენს ციფრულ სივრცეში, რომლებთანაც უკვე მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება დაგვიგროვდა. შესაბამისად, ჩვენთვის არ წარმოადგენს სირთულეს ამ მიმართულებაზე ნებისმიერი სპეციფიკის ტვირთის ტრანსპორტირებისათვის გამართული ლოგისტიკური სერვისის დაგეგმარება და განხორციელება.
Translive პოლონეთის მიმართულებაზე მუშაობს წრიული დატვირთვის პრინციპით, რაც გულისხმობს სისტემატური გადაზიდვების გამართულ ციკლს საქართველოდან პოლონეთში და პირიქით. ჩვენი გუნდი მუდმივად მზად არის გამოწვევებისთვის. პროცესი გამჭვირვალე და გამარტივებულია.
ჩვენი გამოცდილება
რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.
2013
წლიდან ბარზარზე
40 000 +
შესრულებული გადაზიდვა
2 500
კორპორატიული კლიენტი
5 000 +