ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა პოლონეთში
პოლონეთში ტვირთების გადაზიდვა ტრანსლაივთან ერთად მარტივი და კომფორტული პროცესია. გადაზიდვები ხორციელდება როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო მეთოდებით. ტრანსპორტირების ოპტიმალური მეთოდების შერჩევა ხდება მარშრუტის, დისტანციისა და გადაზიდვის ყველა სპეციფიკის გათვალისწინებით. ძირითად შემთხვევაში ევროპის მასშტაბით ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო მეთოდით (თურქეთის გავლით), ან კომბინირებულად (ბორნის გამოყენებით), მათ შორის პოლონეთი-საქართველოს მიმართულებით და პირიქით. Translive-ის ერთ-ერთი მთავარ ამოცანა არის პოლონეთში ტვირთების გადაზიდვა ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღება, აქედან გამომდინარე ინდივიდუალურად განვიხილავთ და ვამუშავებთ ყველა შეკვეთას და რა თქმა უნდა ვიყენებთ ციფრულ ტექნოლოგიას იმისათვის, რომ გავზარდოთ ეფექტურობა.
როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა პოლონეთში?
პოლონეთი საქართველოსთვის აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით განსაკუთრებულ სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, შესაბამისად ჩვენ გვაქვს მჭიდრო ლოგისტიკური ურთიერთობა პოლონურ გადამზიდავებთან და უზრუნველვყოფთ როგორც ექსპორტირების, ისე ტვირთების იმპორტირების პროცესს. Translive-ი გთავაზობთ კარიდან კარამდე მიწოდების სრულ სერვისს პოლონეთიდან! პოლონეთში ტვირთების გადაზიდვა ძირითად ხორციელდება სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით. სატვირთო ავტომობილების (ტრაილერების) შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ როგორც ტენტს და რეფ (მაცივარ) მანქანებს, ასევე კონტეინერმზიდებს.
ტრანსლაივის უპირატესობები
ტრანსლაივი ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავლებს.
მოქნილობა
მარტივია ტვირთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში.
კონკურენტული ფასები
პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას სწრაფად მოხდეს კომუნიკაცია გადამზიდავებთან, შესაბამისად ჩვენ გაწვდით კონკურენტუნარიან და ოპტიმალურ პირობებს თქვენთვის სასურველ გადაზიდვაზე.
სისწრაფე
პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციის მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება.
დაცულობა
ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.
ხშირად დასმული კითხვები
რა დრო სჭირდება პოლონეთში ტვირთების გადაზიდვას?
პოლონეთში ტვირთის გადაზიდვისთვის საჭიროა წინასწარ განისაზღვროს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც გავლენა აქვს გადაზიდვის ღირებულების და ვადის დადგენაზე:
- ეს არის ლოკაცია - სატრანზიტო დროზე მნიშვნელოვნად მოქმედებს მანძილი და გეოგრაფიული თავისებურებები, რომლებიც გზად იწვევს არაერთგვაროვან დაბრკოლებებს სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
- ევროპული ქვეყნების სპეციფიკა და დამატებითი საჭიროებები - ასევე მნიშვნელოვნად აისახება დროზე.
- ევროპული ქვეყნების სპეციფიკა და დამატებითი საჭიროებები - ასევე მნიშვნელოვნად აისახება დროზე.
- სატრანსპორტო საშუალების ტიპი - ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად მოქმედებს გადაზიდვის პერიოდზე, ვინაიდან სხვადასხვა სატრანზიტო პერიოდი გააჩნია საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, თუ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს.
სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი დამაბრკოლებელი გარემოებები და შეფერხების გარეშე ხდება გადაადგილება ტრანსპორტირების დრო პოლონეთიდან სახმელეთო გადაზიდვისას საშუალოდ შეადგენს 6-8 დღეს.
რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი პოლონეთის მიმართულებით?
საერთაშორისო მასშტაბით გადაზიდვისას გამოიყოფა ტვირთების შემდეგი კატეგორიები:
- სტანდარტული - ტვირთები, რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნება სახიფათო, ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
- ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე ტვირთები - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ
- არაგაბარიტული - ტვირთები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და ესაჭიროებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშრუტები და გადაზიდვა ხდება სპეციალური წინასწარ გაწერილი პროტოკოლით
- ADR - ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება გარკვეული წესების დაცვით ტრანსპორტირებას. ამისათვის აუცილებელია დაცული იყოს უვნებლობის ნორმები და შედგენილი იყოს შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.
- ასევე პოლონეთიდან ხშირია კონსოლიდირებული ტვირთები - აქ იგულისხმება ე.წ. ნაკრები ტვირთები, ანუ ისეთი ტვირთები რომლებიც არ საჭიროებენ ერთ სრულ მანქანას ან ერთ სრულ კონტეინერს. ტვირთის მფლობელებს ეძლევათ საშუალება, ევროპიდან 16 – 18 დღის განმავლობაში ადგილზე მიიღონ სასურველი პროდუქცია.
როგორ ითვლება გადაზიდვის ღირებულება პოლონეთის მიმართულებაზე?
პოლონეთში ტვირთების გადაზიდვისას აუცილებელია ვიცოდეთ.
- ზუსტი მისამართები (A პუნქტიდან B პუნქტამდე)
- ტვირთის დასახელება და ღირებულება
- ტვირთის მახასიათებლები (ზომა, წონა) და საჭიროებები (ტემპერატურული უზრუნველყოფა)
- დატვირთვის თარიღი
- ტრანსპორტის სახეობა
მარტივი და კომფორტული სერვისი - ტვირთების გადაზიდვა საქართველოდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით.
Translive არის თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ისე გადამზიდავებისთვის. მისი საშუალებით პოლონეთში ტვირთების გადაზიდვა მარტივი პროცესია. ციფრული ლოგისტიკა აგებულია იმ პრინციპზე, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში და ყველაზე ეფექტური პირობებით შევძლოთ ლოგისტიკური პროცესების მართვა.
ჩვენ ვაერთიანებთ ასეულობით პოლონურ და პოლონეთის მიმართულებაზე მომუშავე გადამზიდავს ჩვენს ციფრულ სივრცეში, რომლებთანაც უკვე მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება დაგვიგროვდა. შესაბამისად, ჩვენთვის არ წარმოადგენს სირთულეს ამ მიმართულებაზე ნებისმიერი სპეციფიკის ტვირთის ტრანსპორტირებისათვის გამართული ლოგისტიკური სერვისის დაგეგმარება და განხორციელება.
Translive პოლონეთის მიმართულებაზე მუშაობს წრიული დატვირთვის პრინციპით, რაც გულისხმობს სისტემატური გადაზიდვების გამართულ ციკლს საქართველოდან პოლონეთში და პირიქით. ჩვენი გუნდი მუდმივად მზად არის გამოწვევებისთვის. პროცესი გამჭვირვალე და გამარტივებულია.
ჩვენი გამოცდილება
რომელიც ლოგისტიკურ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის და აუმჯობესებს თქვენს შემოსავალს.
2013
წლიდან ბარზარზე
40 000 +
შესრულებული გადაზიდვა
2 500
კორპორატიული კლიენტი
5 000 +