ციფრული ფორვარდერი
img

მოგვწერეთ აქ, თქვენი გადაზიდვის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მუშაობს Translive?

select

Translive მარტივად აკავშირებს ტვირთის მფლობელსა და გადამზიდავს ერთმანეთთან, სადაც საუკეთესო შეთავაზებების შერჩევის შესაძლებლობა ეძლევა როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. პროცესში ავტომატურად გენერირდება საჭირო დოკუმენტაცია, ტვირთის მფლობელებს ეძლევათ გადაზიდვის პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა და ორივე მხარეს უმარტივდება პროცესი.

საიდან, ან სად შემიძლია ტვირთის გადაზიდვა?

select

ჩვენი სერვისი ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვა შესრულებადია ჩვენი საერთაშორისო ლოგისტიკური პარტიორების ქსელის დახმარებით.

აუცილებელია თუ არა რეგისტრაცია?

select

რეგისტრაცია ჩვენთან მარტივი პროცესია და აუცილებელია როგორც ტვირთის მეპატრონისთვის, ისე გადამზიდავისთვის. რეგისტრაციის შედეგად თქვენ გექნებათ თქვენი პირადი კაბინეტი და შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი ტვირთები, შეკვეთები, გადახდები, თვის სტატისტიკა და მიიღოთ სხვა მსგავსი სასარგებლო ინფორმაცია.

როგორ ხდება ტვირთის დაზღვევა?

select

დაზღვევა ხდება ტვირთის საინვოისო ღირებულებით, შესაბამისად ჩვენი ნებისმიერი გადაზიდვა დაზღვეულია 100%-ით. სადაზღვევო ტარიფები ყოველთვის კონკურენტულია, ან საუკეთესოა ბაზარზე.

რა ტიპის ტვირთების გადაზიდვაა შესაძლებელი?

select

ყველა ტიპის ტვირთის გადაზიდვა შესაძლებელია, მათ შორის: საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური/გაზიანი სასმელები, მალფუჭებადი, სახიფათო კატეგორიის ტვირთები, არაგაბარიტული ტვირთები, მედიკამენტები, ნერგები, სარეკლამო, თუ სამშენებლო მასალები.

როგორ ხდება შეკვეთის მოძიება/გაფორმება გადამზიდავებისთვის?

select

გადამზიდავად წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში თქვენ გექნებათ ხელმისაწვდომობა მიმდინარე მომენტში აქტიური ტვირთების სრულყოფილ აღწერილობასა და გადაზიდვისთვის აუცილებელ/მნიშვნელოვან დეტალებზე. თქვენთვის საინტერესო ვარიანტებიდან გექნებათ საუკეთესოს არჩევის შესაძლებლობა და ღილაკის ერთი დაჭერით შეძლებთ შეთავაზების გაკეთებას ტვირთის მფლობელისთვის, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია იქნება მომენტალურად გაფორმებული პლატფორმის მიერ. მთავარია ის, რომ სულ რამდენიმე წუთია საჭირო ტვირთის პოვნიდან-გაფორმებამდე და ეს აღარ იქნება ხანგძლივი დამღლელი პროცესი.

აუცილებელია თუ არა რეგისტრაცია?

select

რეგისტრაცია ჩვენთან მარტივი პროცესია და აუცილებელია, როგორც ტვირთის მეპატრონისთვის, ისე გადამზიდავისთვის. რეგისტრაციის შედეგად თქვენ გექნებათ პირადი კაბინეტი და შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი ტვირთები, შეკვეთები, გადახდები, თვის სტატისტიკა და მიიღოთ სხვა მსგავსი სასარგებლო ინფორმაცია.

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

select

ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრაცია ხდება ერთჯერადად. აუცილებელია შეიყვანოთ მომხმარებლის/თქვენი პირადი ინფორმაცია, ატვირთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და ავტორიზაციის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ შეუზღუდავად მიიღოთ ყველა ჩვენი სერვისი. მნიშვნელოვანია ის, რომ რეგისტრაცია სულ რაღაც 5 ან 10 წუთს წაგართმევთ.

ვისთვის არის განკუთვნილი Translive?

select

Translive-ი განკუთვნილია:
ა. ტვირთის მფლობელი კომპანიებისთვის და ინდ მეწარმეებისთვის, ვისაც სურს იმპორტის, ან ექსპორტის განხორციელება, შესაბამისად ეძებს სატრანსპორტო სერვისის ყველაზე ოპტიმალურ/ეფექტურ ვარიანტს.
ბ. ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებისთვის და ინდ მეწარმე გადამზიდავებისთვის, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ახდენენ ტვირთების ტრანსპორტირებას და სურთ პოტენციური მომხმარებლების მოძიება სწრაფად, მარტივად და მასქსიმალურად მისაღები პირობით.

Rates

select

ჩვენი მიზანია ტვირთების გადაზიდვა გავხადოთ გაცილებით უფრო მარტივი და მოსახერხებელი პროცესი, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამიტომ პლატფორმას მუდმივად აქვს ისეთი სიახლეები, რომელიც მომხმარებლებს მეტის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს დროის იგივე დანახარჯით. ჩვენი გუნდი კვირაში 3-ჯერ ანახლებს ტვირთების გადაზიდვის ფასებს ყველაზე მოთხოვნად საერთაშორისო მარშრუტებზე. შესაბამისად, თქვენ ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა გადაზიდვის მიმდინარე ფასი გადაამოწმოთ და შეადაროთ იმ მომენტში არსებულ საბაზრო ფასს, ასევე ნახოთ ამ ფასების ისტორიული ტრენდები. ფასების ნახვა შესაძლებელია როგორც სახმელეთო გადაზიდვების დროს, ასევე საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებისას. მეტი ინფორმაცია ხომ მეტ ძალას ნიშნავს - ჩვენც ზუსტად ამ მიზნით ვცდილობთ მუდმივ რეჟიმში მოგაწოდოთ საბაზრო ფასები.