ციფრული ფორვარდერი

სტაბილური შემოსავლის გარანტია და გადახდა ტვირთის ჩაბარებიდან 2 დღეში

ჩვენი პარტნიორი გადამზიდავები მუდმივად იღებენ შეკვეთებს, გადაზიდვის ღირებულებას იღებენ ტვირთის ჩაბარებიდან 2 დღეში და სარგებლობენ ფასდაკლებებით პარტნიორ ორგანიზაციებში.

რეგისტრაცია

გადამზიდავებისთვის

Translive არის საუკეთესო გზა მიიღოთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია გადასაზიდ ტვირთებზე თქვენთვის სასურველი მიმართულებით, გაიმარტივოთ გადაზიდვის პროცედურები და მიიღოთ გადახდის საუკეთესო პირობები.

  • wallet თანხის გადახდა ტვირთის ჩაბარებიდან 2 დღეში
  • link გადაზიდვების სტაბილური ნაკადი
  • discount დამატებითი ბენეფიტები

LIVE

Live ინფორმაცია ტვირთებზე

იპოვე ცხრილში შენთვის მისაღები გადაზიდვა მარტივად და შეთავაზე ფასი

გადაზიდვის მარშრუტი

ტვირთის აღება

მოთხოვნილი ტრანსპორტი

dots

გადმოწერე გადამზიდის აპლიკაცია

აპლიკაციის მეშვეობით თქვენ მარტივად ნახავთ ჩვენს პლათფორმაზე შექმნილ გადაზიდვებს. გაფილტრე, მოძებნე რუკაზე, შეთაბაზე ფასი და დაიწყე ტვირთის გადაზიდვა

app

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მუშაობს Translive?

select

Translive მარტივად აკავშირებს ტვირთის მფლობელსა და გადამზიდავს ერთმანეთთან, სადაც საუკეთესო შეთავაზებების შერჩევის შესაძლებლობა ეძლევა როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. შესაბამისად ჩვენს პლატფორმაზე გადამზიდავს მუდმივად აქვს მისთვის საინტერესო ტვირთების მოძიების შესაძლებლობა. პლატფორმიდან ავტომატურად გენერირდება საჭირო დოკუმენტაცია და ორივე მხარეს უმარტივდება პროცესი.

როგორ ხდება შეკვეთის მოძიება/გაფორმება გადამზიდავებისთვის?

select

გადამზიდავად წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში თქვენ გექნებათ ხელმისაწვდომობა მიმდინარე მომენტში აქტიური ტვირთების სრულყოფილ აღწერილობასა და გადაზიდვისთვის აუცილებელ/მნიშვნელოვან დეტალებზე. თქვენთვის საინტერესო ვარიანტებიდან გექნებათ საუკეთესოს არჩევის შესაძლებლობა და ღილაკის ერთი დაჭერით შეძლებთ შეთავაზების გაკეთებას ტვირთის მფლობელისთვის, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია იქნება მომენტალურად გაფორმებული პლატფორმის მიერ. მთავარია ის, რომ სულ რამდენიმე წუთია საჭირო ტვირთის პოვნიდან-გაფორმებამდე და ეს აღარ იქნება ხანგძლივი დამღლელი პროცესი.

აუცილებელია თუ არა რეგისტრაცია?

select

რეგისტრაცია ჩვენთან მარტივი პროცესია და აუცილებელია, როგორც ტვირთის მეპატრონისთვის, ისე გადამზიდავისთვის. რეგისტრაციის შედეგად თქვენ გექნებათ პირადი კაბინეტი და შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი ტვირთები, შეკვეთები, გადახდები, თვის სტატისტიკა და მიიღოთ სხვა მსგავსი სასარგებლო ინფორმაცია.

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

select

ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრაცია ხდება ერთჯერადად. აუცილებელია შეიყვანოთ მომხმარებლის/თქვენი პირადი ინფორმაცია, ატვირთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და ავტორიზაციის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ შეუზღუდავად მიიღოთ ყველა ჩვენი სერვისი. მნიშვნელოვანია ის, რომ რეგისტრაცია სულ რაღაც 5 ან 10 წუთს წაგართმევთ.

ვისთვის არის განკუთვნილი Translive?

select

Translive-ი განკუთვნილია:
ა. ტვირთის მფლობელი კომპანიებისთვის და ინდ მეწარმეებისთვის, ვისაც სურს იმპორტის, ან ექსპორტის განხორციელება, შესაბამისად ეძებს სატრანსპორტო სერვისის ყველაზე ოპტიმალურ/ეფექტურ ვარიანტს.
ბ. ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებისთვის და ინდ მეწარმე გადამზიდავებისთვის, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ახდენენ ტვირთების ტრანსპორტირებას და სურთ პოტენციური მომხმარებლების მოძიება სწრაფად, მარტივად და მასქსიმალურად მისაღები პირობით.

Rates

select

ჩვენი მიზანია ტვირთების გადაზიდვა გავხადოთ გაცილებით უფრო მარტივი და მოსახერხებელი პროცესი, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამიტომ პლატფორმას მუდმივად აქვს ისეთი სიახლეები, რომელიც მომხმარებლებს მეტის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს დროის იგივე დანახარჯით. ჩვენი გუნდი კვირაში 3-ჯერ ანახლებს ტვირთების გადაზიდვის ფასებს ყველაზე მოთხოვნად საერთაშორისო მარშრუტებზე. შესაბამისად, თქვენ ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა გადაზიდვის მიმდინარე ფასი გადაამოწმოთ და შეადაროთ იმ მომენტში არსებულ საბაზრო ფასს, ასევე ნახოთ ამ ფასების ისტორიული ტრენდები. ფასების ნახვა შესაძლებელია როგორც სახმელეთო გადაზიდვების დროს, ასევე საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებისას. მეტი ინფორმაცია ხომ მეტ ძალას ნიშნავს - ჩვენც ზუსტად ამ მიზნით ვცდილობთ მუდმივ რეჟიმში მოგაწოდოთ საბაზრო ფასები.