ტვირთების გადაზიდვა და საერთაშორისო ლოგისტიკა
ტრანსლაივი არის ციფრული პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ტვირთების გადაზიდვა და საერთაშორისო ლოგისტიკა გაცილებით უფრო ეფექტური და მოსახერხებელი ხდება.
დაწყებაგადამზიდავებისთვის
Translive არის საუკეთესო გზა მიიღოთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია გადასაზიდ ტვირთებზე თქვენთვის სასურველი მიმართულებით, გაიმარტივოთ გადაზიდვის პროცედურები და მიიღოთ გადახდის საუკეთესო პირობები.
- საუკეთესო გადახდის პირობა
- აქტიური გადაზიდვები
- დამატებითი ბენეფიტები
- საუკეთესო გადახდის პირობა
- აქტიური გადაზიდვები
- დამატებითი ბენეფიტები
როგორ ვმუშაობთ?
მოიძიეთ სასურველი ტვირთები
პლატფორმის მეშვეობით გეძლევათ შესაძლებლობა მუდმივად გქონდეთ ინფორმაცია აქტიური ტვირთების შესახებ
შემოგვთავაზეთ თქვენი პირობა
გადაზიდვის შერჩევის შემდეგ თქვენ დაგჭირდებათ რამოდენიმე წამი შეთავაზების გასაკეთებლად
მართე პროცესები პირადი კაბინეტიდან
მართე სრული პროცესი გადაზიდვის დაწყებიდან ტვირთის ჩაბარებამდე
ისარგებლე App-ით ან Web გვერდით
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ Translive-ის პლატფორმის, როგორც Web ვერსიით,c ასევე App-ით
ინდივიდუალური გადახდის პირობა
Translive გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ თქვენზე მორგებული გადახდის სისტემით
LIVE
Live ინფორმაცია ტვირთებზე
გადამზიდები
Free
Busy
მიღე პირველიშეკვეთა და აქციე შენი ბიზნესი მომგებიანად
თუ ხარ ახალი და ჯერ კიდევ არ მიგიღია ბენეფიტი ტრანსლაივისგან, დაამატე ტრანსპორტი, მონიშნე თავისუფლად და მიირე შენზე მორგებული შეთავაზებები.
დაწყებადასაჩუქრდი
მონიშნე ტრანსპორტი თავისუფლადათითოეულ მონიშვნაზე მიიღე საუქრები შენს ანგარიშზე
გაინტერესებს როგორ გამოიმუშაო მეტი?
დაამატე ტრანსპორტი
მონიშნე მანქანა თავისუფლად
მიიღე შეთავაზებები
მიღე პირველიშეკვეთა და აქციე შენი ბიზნესი მომგებიანად
თუ ხარ ახალი და ჯერ კიდევ არ მიგიღია ბენეფიტი ტრანსლაივისგან, დაამატე ტრანსპორტი, მონიშნე თავისუფლად და მიირე შენზე მორგებული შეთავაზებები.
დაამატე ტრანსპორტი
მონიშნე მანქანა თავისუფლად
მიიღე შეთავაზებები
ჩვენი პარტნიორები
ამბოლი ავტოპროდუქტებისა და ავტოსერვისის ქსელია, რომელიც საქართველოს 8 ქალაქში 19 ფილიალითაა წარმოდგენილი კომპანია
ელთიბი ავეჯის კომპონენტები, კომპანია 2004 წლიდან იკავებს ლიდერ ადგილს საქართველოს ავეჯის ინდუსქტრიაში
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მუშაობს Translive?
Translive მარტივად აკავშირებს ტვირთის მფლობელსა და გადამზიდავს ერთმანეთთან, სადაც საუკეთესო შეთავაზებების შერჩევის შესაძლებლობა ეძლევა როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. შესაბამისად ჩვენს პლატფორმაზე გადამზიდავს მუდმივად აქვს მისთვის საინტერესო ტვირთების მოძიების შესაძლებლობა. პლატფორმიდან ავტომატურად გენერირდება საჭირო დოკუმენტაცია და ორივე მხარეს უმარტივდება პროცესი.
როგორ ხდება შეკვეთის მოძიება/გაფორმება გადამზიდავებისთვის?
გადამზიდავად წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში თქვენ გექნებათ ხელმისაწვდომობა მიმდინარე მომენტში აქტიური ტვირთების სრულყოფილ აღწერილობასა და გადაზიდვისთვის აუცილებელ/მნიშვნელოვან დეტალებზე. თქვენთვის საინტერესო ვარიანტებიდან გექნებათ საუკეთესოს არჩევის შესაძლებლობა და ღილაკის ერთი დაჭერით შეძლებთ შეთავაზების გაკეთებას ტვირთის მფლობელისთვის, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია იქნება მომენტალურად გაფორმებული პლატფორმის მიერ. მთავარია ის, რომ სულ რამდენიმე წუთია საჭირო ტვირთის პოვნიდან-გაფორმებამდე და ეს აღარ იქნება ხანგძლივი დამღლელი პროცესი.
აუცილებელია თუ არა რეგისტრაცია?
რეგისტრაცია ჩვენთან მარტივი პროცესია და აუცილებელია, როგორც ტვირთის მეპატრონისთვის, ისე გადამზიდავისთვის. რეგისტრაციის შედეგად თქვენ გექნებათ პირადი კაბინეტი და შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი ტვირთები, შეკვეთები, გადახდები, თვის სტატისტიკა და მიიღოთ სხვა მსგავსი სასარგებლო ინფორმაცია.
როგორ გავიარო რეგისტრაცია?
ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრაცია ხდება ერთჯერადად. აუცილებელია შეიყვანოთ მომხმარებლის/თქვენი პირადი ინფორმაცია, ატვირთოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და ავტორიზაციის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ შეუზღუდავად მიიღოთ ყველა ჩვენი სერვისი. მნიშვნელოვანია ის, რომ რეგისტრაცია სულ რაღაც 5 ან 10 წუთს წაგართმევთ.
ვისთვის არის განკუთვნილი Translive?
Translive-ი განკუთვნილია:
ა. ტვირთის მფლობელი კომპანიებისთვის და ინდ მეწარმეებისთვის, ვისაც სურს იმპორტის, ან ექსპორტის განხორციელება, შესაბამისად ეძებს სატრანსპორტო სერვისის ყველაზე ოპტიმალურ/ეფექტურ ვარიანტს.
ბ. ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებისთვის და ინდ მეწარმე გადამზიდავებისთვის, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ახდენენ ტვირთების ტრანსპორტირებას და სურთ პოტენციური მომხმარებლების მოძიება სწრაფად, მარტივად და მასქსიმალურად მისაღები პირობით.
Rates
ჩვენი მიზანია ტვირთების გადაზიდვა გავხადოთ გაცილებით უფრო მარტივი და მოსახერხებელი პროცესი, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამიტომ პლატფორმას მუდმივად აქვს ისეთი სიახლეები, რომელიც მომხმარებლებს მეტის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს დროის იგივე დანახარჯით. ჩვენი გუნდი კვირაში 3-ჯერ ანახლებს ტვირთების გადაზიდვის ფასებს ყველაზე მოთხოვნად საერთაშორისო მარშრუტებზე. შესაბამისად, თქვენ ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა გადაზიდვის მიმდინარე ფასი გადაამოწმოთ და შეადაროთ იმ მომენტში არსებულ საბაზრო ფასს, ასევე ნახოთ ამ ფასების ისტორიული ტრენდები. ფასების ნახვა შესაძლებელია როგორც სახმელეთო გადაზიდვების დროს, ასევე საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებისას. მეტი ინფორმაცია ხომ მეტ ძალას ნიშნავს - ჩვენც ზუსტად ამ მიზნით ვცდილობთ მუდმივ რეჟიმში მოგაწოდოთ საბაზრო ფასები.